ბიბილოვმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის შესახებ დღეს პირველი კომენტარი, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯოდმარეებთან შეხვედრაზე გააკეთა.
საოკუპაციო რეჟიმის დე-ფაქტო მმართველის კომენტარს ადგილობრივი მედიასაშულებები ავრცელებენ.
ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა, სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებამდე არ იგეგმება და მიანიშნებს, რომ კვლევის ჩატარებას სულ მცირე 1 თვე სჭირდება.
„სამხრეთ ოსეთის კანონების მიხედვთ რომელიც არ ეწინაღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს იმისთვის რომ გადმოცემული იქნას ცხედარი აუცილებელია სასამართლო ექსპერტიზა. ასეა მიღებული მთელ მსოფლიოში და ასე უბრლოდ არ შეგვიძლია შევასრულოთ მოთხოვნა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ცხედრის გადასაცემად საჭიროა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. ასეა მიღებული ევროპაშიც და ამერიკაშიც. მაგალითად იგივე საქართველოში ამ ექსპერტიზაზე მინიმუმ თვე იხარჯება, არ ვამბობთ, რომ ტატუნაშვილის ცხედარი არ უნდა გადავცეთ, თუმცა ჩვენ საზოგადოებაში ასეთი აზრიც არსებობს. ჩვენთან ხომ უგზო-უკვლოდ დაკარგულად 150 ადამიანი ითვლება, რომელთა ბედის შესახებაც მათ ახლობლებს არავითარი ცნობა არ აქვთ. მაგრამ ჩვენ ხომ არ ვახდენთ ამის პოლიტიზირებას. ჩვენ ვშიშობთ, რომ ექსპერტიზის გარეშე ცხედრის გადაცემის შემთხვევაში ჩვენ უფრო მეტ ნეგატივს მივიღებთ, ვიდრე ახლა. მოგვეცით შესაძლებლობა ყველაფერი კანონის თანახმად გავაკეთოთ“- განაცხადა ბიბილოვმა.
ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხი საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან შეხვედრაზე დღეს ჟენევის დისკუსიების თანამთავმჯდომარეებმა დააყენეს. მათ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეახსენეს, რომ აღნიშნული ფაქტი ნეგატიურად აისახება დისკუსიის პროცესზე. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდეს, დროულად გადასცენ ცხედარი ოჯახს, ხოლო ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებულ ორ მოქალაქეს კი უნდა მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება.
მასალის გამოყენების პირობები






