„საქართველოში ჩემს ციხეში ჩასმას რევოლუციას მოჰყვებოდა“ - როგორია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გეგმები
მსოფლიო - 14:58, 07 Mar, 2018     3408
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა გამოცემა "მედუზასთან" სამომავლო გეგმებზე, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე , წარსულზე და რუსეთთან საერთო ბრძოლის გეგმაზე ისაუბრა.

სააკაშვილის თქმით, ის ევროპაში ცხოვრობს, უფრო კონრეტულად ხშირი მიმოსვლა აქვს ბრიუსელს, მიუნხენს, ამსტერდამს , ვარშავასა და ტერნეზენს შორის. მისი თქმით, ამჟამად ნიდერლანდებში იმიტომ ცხოვრობს, რომ ჰოლანდიელი ცოლი ჰყავს და ამიტომ, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის გარეშე შეუძლია , იქ ცხოვრებისთვის ოფიციალური სტატუსი მიიღოს.

მისი თქმით, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით არის დაკავებული.

„მე მუდმივად ვმოძრაობ, ჩემთან ჩამოდაინ, ვემზადები უკრაინაში დასაბრუნებლად, აქტიურად ვმონაწილეობ საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში. ბუნებრივია, ვერავინ ვერასდროს მიაღწევს ჩემს გაჩუმებას. ცოტა ხნის წინ, რამდენიმე რუსულ ტელეარხზე ძველი „ეფესბეშნიკი“ იგორ გიორგაძა გამოჩნდა, ეს ეფ-ეს-ბე-ს გენერალია, რომელმაც თავის დროზე შევარდნაზე ააფეთქა. მან თქვა, თუკი სააკაშვილი არ დამშვიდდება, უკან არ დაიხევს, 85%-იანი ალბათობით, ბუნებრივი სიკვდილით არ მოვკვდები. ამიტომ მათ მინდა ვუთხრა: ვერ ეღირსებით. მე ძალიან აქტიური ვიქნები და ჩემს მიზნებს მივაღწევ. და ამაში ევროაში ყოფნა ხელს ვერ შემიშლია. პირიქით, ამას გარკვეული პლიუსებიც აქვს. როგორც მოგეხსენებათ, ერთ დროს ლენინის ბაბუას ყველაფერი გამოუვიდა, თანაც მას არ ჰქონდა არც ინტერნეტი, კომუნიკაციის არც სხვა საშუალება და თვითმფრინავებიც კი არ დაფრინავდნენ“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ აპირებს „თავის გატანას“, სააკაშვილმა უპასუხა:

„რამდენიმე ათასი დოლარი მაქვს. ჩემი ოჯახი მდიდარი არ არის, თუმცა ნორმალური ჰოლანდიური შემოსავალი აქვს. საწყის ეტაპზე ეს სავსებით საკმარისი იქნება. შემდეგ კი მე არ დავიკარგები“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი ერთდერთი უკრაინელი გუბერნატორია, რომელმაც ქვეყანაში კარდინალური რეფორმები გაატარა, კითხვაზე, რატომ არ შეუწყვეს მას ხელის, სააკაშვილმა უპასუხა:

„უკრაინაში გუბერნატორს უფლებამოსილება და ბიუჯეტი არ გააჩნია. ეს ფაქტობრივად ფორმალური თანამდებობაა. მიუხედავად ამისა, ჩვენ შევქმენით მოქალაქეთა მომსახურების პირველი ცენტრი, რომელიც ბევრად ჩამორჩება ქართულ ანალოგს, მაგრამ აღემატება უკრაინულ ანალოგებს. ამ ცენტრმა რამდენიმე თვის განმავლობაში კარგად იმუშავა და ახლაც სხვებზე უკეთესად მუშაობს, მაგრამ მაინც დაკარგა პოზიციები. ოდესაში საბაჟოზე სამუშაოდ სრულიად ახალი ადამიანები მოვიყვანეთ, გავაკეთეთ ტერმინალი, სადაც ტვირთი რამდენიმე წუთის განმავლობაში ავტომატურად შედიოდა და სადაც ყველას ღიმილით ემსახურებოდნენ, სადაც ვერ იქნებოდა კორუფცია. თითქმის დავასრულეთ მისი მშენებლობა, მთლიანად აღვჭურვეთ და რაც მთავარია, ვიპოვეთ სრულიად ახალგაზრდა ადამიანები, მაგრამ ბოლოს პოროშენკომ პირადად დაბლოკა ეს ინიციატივა.

საოლქო ადმინისტრაციის თანამშრომელთა რიცხვი 40%-ით შემავცირეთ და კიდევ ვგეგმავდით შემცირებას - ზოგადად ვფიქრობ, რომ რეგიონული ადმინისტრაციები უნდა გაუქმნდეს.

ჩვენ ავაშენეთ ოდესა-რენის გზა, შანტაჟით, იმით რომ მე გზაზე კარავში ვიჯექი. კარავში მჯდომი გუბერნატორის დანახვა პრეზიდენტ პოროშენკოსთვის უსიამოვნო იყო და რამდენჯერმე მთხოვა, რომ იქიდან გამოვსულიყავი. მე ვთქვი, რომ არ გამოვიდოდი, სანამ ფულს არ მომცემდნენ და ისინი იძულებულნი გახდნენ ფული მოეცათ. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზაა, რომლისთვისაც 40 წლის განმავლობაში არავის უხლია ხელი, ქ ისეთი ორმოები იყო, BBC და სხვა კომპანიები თითქმის კომედიურ ფილმებს იღებდნენ” - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მას არ ჰქონია შეხება ოდესის მერიასთან. მისი განცხადებით, ის სრულად ბანდიტების ხელშია, რომლებსაც ფული ყოველთვიურად პირდაპირ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიაქვთ.

„ოდესის მერია მთლიანად ბანდიტების ხელშია და ამ ბანდიტებს ფული პირდაპირ პრეზიდენტის ადმინისტრციაში მიაქვთ ყოველთვიულად. ეს არის მთელი ისტორია. აქედან გამომდიანრე, სამწუხაროდ, ქალაქი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს არ შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ჩვენ რამდენიმე პლაჟი ხალხისთვის გავხსენით. და ესეც არ იყო ჩვენი უფლებამოსილება, ჩვენ კანონი დავარღვიეთ. მე ოდესელების წინაშე დიდი ვალი მაქვს , ამიტომაც როგორც კი უკრაინაში დავრუნდები, აუცილებლად გადავალ ოდესაში და მერი გავხდები. შესაძლოა, ეს არის ჩემინ კარიერის მომდევნო ეტაპი“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, თუკი უკრიანა მის საქართველოში ექსტრადირებას მოახდენდა და საქართველოს ხელისუფლება ციხეში ჩასვამდა, ეს ქვეყანში რევოლუციას გამოიწვევდა.

„მე ვთქვი, რომ თუ უკრაინის ხელისუფლება ჩემს ექსტრადირებას მოახდენდა და მე იქ ციხეში ჩამსვამდნენ, საქართველოში რევოლუცია მოხდებოდა, ამიტომაც საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და პოროშენკოს უფლება არ მისცა ჩემი საქართველოში გაგზავნის.

საქართველოს ხელისუფლებაში ზუსტად იციან, რომ მე ისეთი მხარდაჭერა მაქვს, ციხეში მხოლოდ რამდენიმე დღე გავჩერდებოდი და იქ თავად ჩაჯდებოდნენ“ - დასძინა სააკაშვილმა.

საქართველოსა და უკრაინის მსგავსებაზე საუბრისას, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ამ რთულ რეგიონში , რუსეთის აგრესიის ფონზე, ამ ორი ქვეყნის წარმატება, სასიცოცხლოდ მნიშნელოვნია.


„თუკი უკრაინა წარმატებული იქნება, ის ამ აგრესისს შეჩერებას შეძლებს. ვერც პატარა საქართველო და ვერც მოდლოვა შეძლებენ ამ აგრესიის შეჩერებას, ეს მხოლოდ უკრაინა შეუძლია. თუკი უკრაინა დაანახებს, რომ მას რეალური რეფორმების გატარება შეუძლია, პუტინს არგუმენტები აღარ დარჩება. და ჩვენ მოვიგებთ იდეოლოგიურ ომს მთელ რეგიონში. საქართველოსა და უკრაინაში ჩვენ ვებრძვით ოლოგარქიას, მაგრამ ოლიგარქიაც რუსული ფენომენია. ყველგან ერთიდაიგივეა: ფორმალური არჩევნები, მედიასა და ფინანსურ ნაკადებზე კონტროლი, ხალხს პირუტყვებად თვლიან და მათით მანიპულირებენ. ამიტომაც, როცა მე მეუბნებიან - შენ, ქართველი რას აკეთებ უკრაინაში, ყველაფერი ძალიან მარტივია: ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა, ეს ჩვენი საერთო გამოწვევაა და ეს ჩვენი საერთო გამარჯვება იქნება. ყველაზე დიდი ბრძოლის ველი , უკრაინაა“- განაცხადა სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42