რიცხვების მაგია - როგორც ამოვიცნოთ იდეალური სასიყვარულო პატრნიორი პირადი რიცხვის დახმარებით
ეს საინტერესოა - 12:43, 07 Mar, 2018     7072
გამოთვალეთ ის პირადი რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს სასიყვარულო და სექსუალურ ურთიერთობებს და ამით მიხვდებით, რატომ არ გიმართლებთ პირად ცხოვრებაში, რა შეცვალოთ და რა გადააფასოთ.
ნუმეროლოგია განსაზღვრავს ადამიანის პირად რიცხვს, რაც საშუალებას გაძლევთ, ამოიცნოთ თქვენი იდეალური პარტნიორი, გაარკვიოთ, რა უდევს საფუძვლად როგორც მას, ასევე, თქვენს ფანტაზიებს.


თუ თქვენი დაბადების რიცხვია 15, მაშინ 1-ს უნდა მიუმატოთ 5 და მიიღებთ 6-ს. გამოდის, რომ თქვენი პირადი რიცხვი 6-ია. მაგრამ, თუ შეკრების შემდეგ ისევ ორნიშნა რიცხვი მიიღეთ, მაგალითად, 29, 2+9=11, მაშინ 1-ს უნდა მიუმატოთ 1 და მიიღებთ 2-ს, რომელიც თქვენი პირადი რიცხვი იქნება. თუ შეკრიბეთ რიცხვები, დააკვირდით ქვემოთ მოყვანილ ასტროლოგიურ რჩევებს:


1 – პირველობის სურვილი სექსუალურ ურთიერთობებშიც ვლინდება. თქვენი შარმი და მიმზიდველობა შეუმჩნეველი არ რჩება. ეგოიზმი კი ურთიერთობებს გირთულებთ. ინტიმური ურთიერთობის დროს უპირატესობა გამოცდილ პარტნიორს მიანიჭეთ.
2 – ემოციური ხართ და ეს ხშირად გიფუჭებთ ურთიერთობას საყვარელ ადამიანთან. ხშირად რისკავთ და თქვენს სიყვარულს სასწორზე დებთ. გაითვალისწინეთ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები სასიყვარულო სფეროში მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს თქვენს პირად ცხოვრებაზე.
3 – ცდილობთ, საყვარელი ადამიანი გაანებივროთ, თუმცა არასწორი საქციელის გამო, ხშირად სტკენთ გულს. ზედმეტად მგრძნობიარე ადამიანებთან ფლირტს ნუ გააბამთ. ურთიერთობას გირჩევთ მეტად რეალისტ და პრაქტიკულ ადამიანებთან. დააფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და იყავით მეტად დამოუკიდებელი.
4 – რომანტიკული ბუნებით არაერთ ადამიანს მოხიბლავთ. გიყვართ სტაბილური სასიყვარულო ურთიერთობები. არ მოთოკოთ გრძნობები. ქვეცნობიერად ყოველთვის გიზიდავთ ის, რაც აკრძალულია, ეს კი თქვენზე ცუდად აისახება.
5 – მოუთმენელი ბუნების გამო სიყვარულში არ გიმართლებთ. ჯობია, კარგად გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში. გიყვართ, როცა ემორჩილებით საყვარელ ადამიანს და არ ფარავთ მის წინაშე ვნებას.
6 – საყვარელი ადამიანისთვის ხელგაშლილი და მზრუნველი ხართ. მოქმედებთ გრძნობით და არა გონებით, რის გამოც სიყვარულში ხშირად არ გიმართლებთ. აუცილებელია, ისეთ პარტნიორზე გააკეთოთ არჩევანი, რომელიც მგრძნობიარეა, მაგრამ აუჩქარებელი და რომანტიკული.
7 – ხშირად ცდებით სასიყვარულო პარტნიორის არჩევის დროს. არ იქნება ურიგო, თუ თავიდან დისტანციას დაიცავთ, კარგად დააკვირდებით და შემდეგ დაუახლოვდებით.
8 – გიყვართ, როცა საყვარელი ადამიანი განებივრებთ. თქვენთვის სექსი მხოლოდ მიმდინარე მოვლენების კონტროლის საშუალებაა. გიზიდავთ ცხოვრებაში ხანმოკლე სასიყვარულო ისტორიები, რაც თქვენს პირად ცხოვრებაზე ცუდად აისახება.
9 – სექსუალურ ცხოვრებაში ძლიერ პარტნიორს აფასებთ. სასიყვარულო სფეროში არასდროს კმაყოფილდებით იმით, რაც გაქვთ. გირჩევთ, ცხოვრების თანამგზავრად ინტელექტუალურ და დახვეწილ ადამიანზე შეაჩეროთ არჩევანი – ასე უფრო სტაბილური იქნება თქვენი პირადი ცხოვრება მის გვერდით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42