რომელ ზოდიაქოს ნიშნებს აქვთ საუკეთესო პერიოდი დღეიდან 1-ელ აპრილამდე - თვის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 11:47, 07 Mar, 2018     12691
6 მარტს, ნაშუადღევს, მერკური გადადის ვერძის ნიშანში, ხოლო გამთენიისკენ (უკვე 7ში) ვენერაც იქვე აღმოჩნდება. ვენერა აქ 1 აპრილამდე იმოძრავებს, მერკური კი, მიუხედავად იმისა, რომ ვენერაზე უფრო სწრაფია, მაისის შუა რიცხვებამდე გაჩრდება ვერძის ზოდიაქოში. ეს იმის გამო ხდება, რომ ამ პერიოდში მას უკუსვლითი მოძრაობის ანუ რეტროგრადულობის მონაკვეთიც ექნება - ამბობს ასტროლოგი ხათუნა ნოელი.
"ახლა კი - რა გავლენას იქონიებს ჩვენზე ამ ორი პლანეტის მიერ ზოდიაქოს ნიშნის შეცვლა, აი, ამაზე მინდა გესაუბროთ.
ვერძის ზოდიაქოში ამ პლანეტებს ურანიც დახვდება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს ცხოვრებაში ამ ზოდიაქოს ელფერის განმტკიცებას. გამოცოცხლდება ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელთა- ვერძების, ლომების და მშვილდოსნების ცხოვრება, მოიმატებს გადაადგილებების, შეხვედრების, საინტერესო საუბრების რიცხვი. ეს აგრეთვე შეეხებათ მათაც, ვისაც მერკური და ან ვენერა ვერძის ნიშანში ჰყავთ.
სიტუაცია დამოკიდებული იქნება პირად ინიციატივებზე და იმაზე, თუ რამდენად კონკურენტუნარიანები იქნებით. ამ პერიოდში კარგია ჯანსაღი ეგოიზმის გამოჩენა, ხოლო მოთმინება და ზედმეტი თავმდაბლობა ხელშემშლელ ფაქტორად შეიძლება რომ მოვიაზროთ.
4 მარტიდან მოყოლებული 20 რიცხვის ჩათვლით ეს ორი პლანეტა შეერთებაში იქნება ერთმანეთთან.
მერკურის გვერდით ვენერას ასეთი მოძრაობა შეარბილებს ვერძისათვის დამახასიათებელ აგრესიული საუბრის ტონს და ცოტათი უფრო რბილს და დიპლომატიურს გახდის. ამის წყალობით ამ პერიოდისათვის სხვადროს დამახასიათებელი კონფლიქტები ახლა უფრო ნაკლებ მოსალოდნელი იქნება.
ჰარმონიულად ეწყობა ჩვენი საქმიანი ურთიერთობებიც, გონების გამჭრიახობა ხელს უწყობს საქმის მაღალრეზულტატულობას. კარგი პერიოდია საზოგადოებაში ჩვენი იმიჯის ასამაღლებლად, ხელშეკრულებების გასაფორმებლად, სასარგებლო კონტაქტების დასამყარებლად.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ უკვე 9 მარტიდან მერკური ეგრეთწოდებულ რეტროგრადულობის მარყუჟში შედის. დიახ, მართალია ის მხოლოდ 23 მარტიდან გახდება უკუსვლითი, მაგრამ სწორედ 9 რიცხვიდან დაიწყებს საამისოდ მზადებას და ამიტომ გარკვეული ელფერი რეტრო მომენტებისა უკვე ამ კვირის პარასკევიდან ჩაირთვება. ეს შესაძლოა გამოიხატოს აზროვნების სისხარტის კლებით, გაფანტულობით, გულმავიწყობით, შეცდომებით მეტყველებისას და წერის დროს. ამიტომ როდესაც დოკუმენტების გაფორმებაზე მიდგება საქმე, აუცილებლად მეტი დაკვირვებულობა და სიზუსტე გვმართებს.
რაც შეეხება უშუალოდ ვენერას, უნდა ითქვას, რომ ცეცხლოვან ვერძში, ის თავისი საკუთარი მმართველობის საპირისპირო ნიშანში იმყოფება, ეს მდგომარეობა მისთვის გაძევებად ითვლება. ამიტომ ვერძის გავლენით ვენერა მოიტანს ისეთ სიტუაციებს, სადაც ურთიერთობები მართალია ძალზე სწრაფად განვითარებადი იქნება, ადამიანები უფრო ადვილად დასძლევენ ბუნებრივ სიმორცხვეს, თამამად გამოაჟღავნებენ საკუთარ გულისნადებს. მაგრამ ამ პერიოდში წამოწყებული კონტაქტები საიმედო და ხანგრძლივი არაა ხოლმე. ბევრად უკეთესი მდგომარეობა ამ მხრივ უფრო მაისის ბოლოს შეიქმნება.
იგივე შეიძლება ითქვას ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებითაც. აქაც ვერძული სულსწრაფობა და მოვლენების წინგასწრების სურვილი შესაძლოა მატერიალური საქმეებისათვის არასახარბიელო ფაქტორად ჩამოყალიბდეს.
ერიდეთ დაუფიქრებელი, გაუთვალისწინებელი შენაძენების გაკეთებას.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერჯერობით მზე ისევ თევზების ნიშანს სტუმრობს, და არალოგიკურ სვლებს ჯერ კიდევ შეიძლება ჰქონდეთ ადგილი" -ამბობს ასტროლოგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42