თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს ორი დაღესტნელი პირის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
ადვოკატი აცხადებს, რომ კადიევსა და ომაროვს ნაკლებად მძიმე დანაშაულს ედავებიან, რომელიც ჯარიმას ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გელა ნიკოლაიშვილის თქმით, საქმის მასალების მიხედვით აშკარად დასტურდება, რომ მიკაელ კადიევსა და როზმან ომაროვს იარაღი ჩაუდეს. მიკაელ კადიევისა და რიზმან ომაროვის საქმის არსებითი განხილვა 13 აგვისტოს დაიწყება. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონოდ შენახვას გულისხმობს.
ორივე პირი თავდაპირველად ტერაქტის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ამასთან დაკავშირებით შს სამინისტრომ განცხადებაც გაავრცელა, თუმცა სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ბრალად მათ არა ტერაქტის მცდელობა, არამედ იარაღისა და ასაფეთქებელი ნივბთიერებების მართლსაწინააღმდეგოდ შენახვაზე აქვთ წაყენებული.
მასალის გამოყენების პირობები






