აღმოჩნდა, რომ ნიკოტინისთვის თავის დანებებაში მრავალძარღვა საუკეთესო საშუალებაა. უფრო ზუსტად, მისგან დამზადებული ნაყენი.
როგორ მოვამზადოთ ანტინიკოტინური ნაყენი:
დავაქუცმაცოთ მრავალძარღვას ფოთოლები. ერთ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და დავახუროთ თავზე და ერთი საათი გავაჩეროთ.
მიღებული ნაყენი კი დოზირებულად უნდა მივიღოთ.
შეგვიძლია მივიღოთ დღეში ოთხჯერ ერთი მეოთხედი ჩაის ჭიქა ან დღეში ორჯერ - ნახევარი ჭიქა დილას და საღამოს.
ამასთანავე, თუ დღისით მოწევის სურვილი გძლევთ, პირში ჩაიდეთ მრავალძარღვას ფესვის პატარა ნაწილი. მას თავიდან არასასიამოვნო გემო აქვს, თუმცა მალევე ქრება. მრავალძარღვას ფესვები სისხლძარღვებს აფართოებს და სიგარეტის მოთხოვნილებისგან შექმნილი სტრესისგან და დაძაბულობისგანაც გაგათავისუფლებთ.
მასალის გამოყენების პირობები






