6 გზა, რომლითაც პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილში შეიძლება მოხვდეთ
ეს საინტერესოა - 14:46, 06 Mar, 2018     4154
მსოფლიო, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგელის, 33 წლის პრინცი ჰარისა და 36 წლის ამერიკელი მსახიობის, მეგან მარკლის ქორწილის მოლოდინშია.


პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის საქორწილო ცერემონია 19 მაისს გაიმართება.

სამეფო ოჯახმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ პრინც ჰარის და მეგან მარკლს სურთ, მათ ქორწილს საზოგადოების რიგითი წევრები დაესწრონ. სამეფო წყვილი ქორწილში 2 000-ზე მეტ რიგით მოქალაქეს ეპატიჟება.

ასე, რომ დიდ ბრიტანეთში დიდი სამზადისია.

რა შანსები აქვთ ადამიანებს სამეფო ქორწილზე დასასწრებად:

1. უნდა ცხოვრობდე დიდ ბრიტანეთში

დიდი ბრიტანეთიდან 1 200 ადამიანს ცხრა რეგიონული ლორდთა ოფისი შეარჩევს.

2. ხალხის სამსახური

ადამიანები, რომლებმაც ლიდერული უნარჩვევები გამოავლინეს და ხახლისთვის, ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებენ, სამეფო ქორწილში მოხვდებიან.

3. ეწეოდე საქველმოქმედო მოღვაწეობას

სამეფო წყვილი მათთვის ცნობილი საქველმოქედო პრგანიზაციებიდან 200 ადამიანს შეარჩევს.

4. უნდა იყო მოსწავლე ადგილობრივ სკოლაში

უინძორის ორი სკოლიდან (The Royal School და St. George’s School) 100 მოსწავლეს შეარჩევენ.

5. უნდა ცხოვრობდე ქორწილის გასამართ ადგილთან ახლოს

უინძორის სასახლის და წმინდა ჯორჯის ეკლესიის შემოგარენში მცხოვრები 610 ადამიანი დაესწრება სამეფო წყვილის ქორწილს.

6. უნდა მუშაობდე სამეფო ოჯახში

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილს სამეფო ოჯახში დასაქმებული 530 ადამიანი დაესწრება.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 27 ნოემბერს კი სამეფო ოჯახმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომ 33 წლის ჰარი და 36 წლის მეგანი დაინიშნენ და ქორწილი გაზაფხულზე გაიმართება. სამეფო ქორწილი 2018 წლის 19 მაისს, ვინდსორის სასახლეში შედგება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ მეგანმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, კონკრეტულად, მან დატოვა სერიალი Suits-ი, რომლის წყალობითაც მოიპოვა პოპულარობა. სამეფო ქორწილამდე მეგანს სარწმუნოებისა და მოქალაქეობის შეცვლა მოუწევს. გააუქმა ფეისბუკის, თვითერისა და ინსტაგრამის ექაუნთები გააუქმა.

ბრიტანეთის სამეფო პროტოკოლის თანახმად, ქალი , რომელსაც „სამეფო სისხლი“ არ აქვს, პრინცესა გახდება. შესაბამისად, მას პრინცესა მეგანს არ დაუძახებენ, ისევე როგორც პრინცი უილიამის მეუღლეს, ჰერცოგინია ქეით მიდლტონს.

პრინცი ჰარისა და მეგანის რომანის შესახებ ცნობილი 2016 წლის ოქტომბერში გახდა.

პრინცი ჰარის ახალი რჩეულის ვინაობის გაგებისთანავე, ტაბლოიდები მსახიობის ცხოვრების თითქმის ყველა დეტალზე წერდნენ. დაიწერა ისიც, რომ მეგანის ფერადკანიანი დედის გამო, სამეფო ოჯახი მას არ მიიღებდა.

ამ ფაქტის შემდეგ სამეფო ოჯახმა წერილი გამოაქვეყნა და პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის რომანი ოფიციალურად დაადასტურა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42