ბიძინა ივანიშვილი და აკაკი ბაქრაძე რობერტ სტურუას შესახებ
საზოგადოება - 13:37, 31 Jul, 2013     3686

პრემიერმინისტრის სახელით გამოქვეყნებულ მიმართვის ტექსტში აღნიშნულია:

 

"დღეს არამარტო ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის კალენდარში მნიშვნელოვანი დღეა - 75 წელი შეუსრულდა თანამედროვეობის უდიდეს რეჟისორს, რობერტ სტურუას. სტურუას თეატრი საბჭოთა წლებში თავისუფლების კუნძული იყო. სტურუას თეატრი იყო პროტესტი, რომელიც ისმოდა განსაკუთრებულად დახვეწილ, სიღრმითა და მაღალი ოსტატობით გამორჩეულ სცენაზე";

 

"ჩვენ ვართ უსაზღვროდ მადლიერი იმ მემკვიდრეობისთვის, რომელიც მან შექმნა და ჩვენი კულტურის საგანძურს შემატა. ბედნიერებაა იყო რობერტ სტურუას თანამედროვე".

 

პრემიერმინისტრზე ადრე რობერტ სტურუას შემოქმედების, მისი საქმიანობის სტილის შესახებ მოსაზრებები გამოთქმული აქვს ცნობილ თეატრმცოდნესა და კრიტიკოსს, საზოგადო მოღვაწეს აკაკი ბაქრაძეს, რომელიც წერდა:

 

"...რ.სტურუა (და სხვები) სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს,,ცარცის წრის" გამო. ეს აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ სტურუას დაქირავებას აპირებდნენდა ჩემთან მის დაპირისპირებას. ეს რომ ასეა, ამას ის ადასტურებს, რომ ,,ცარცის წრე" დაგვიანებით და ინსტრუქციის დარღვევით წარადგინეს პრემიაზე. სამინისტრომ ყალბი დოკუმენტი შეადგინა, თითქოს ,,ცარცის წრის" განახლებულ, გადაკეთებულ ვარიანტს ადგენდნენ პრემიაზე.

 

,,ცარცის წრით" დაგვიანებული დაინტერესება ნაკარნახევი იყო ანგარებით. თუ სტურუას დააჯილდოვებდნენ, ჩამოაცილებდნენ იმ გეზს, რომელსაც ერთად ვადექით. რა თქმა უნდა, სტურუას პრემიაზე უარის თქმა არ შეეძლო, მაგრამ, ჩემი აზრით, რაღაცით უნდა გამოეხატა პრემიისადმი გულგრილი დამოკიდებულება. ამიტომ მე ვუთხარი მას, არ წასულიყო მოსკოვში პრემიის მისაღებად. ამით გასაგები გახდებოდა, რომ იგი მაინცა და მაინც დიდად არაფრად აგდებდა პრემიას.

 

ჯერ დამპირდა, არ წავალო, მაგრამ მერე, ეტყობა სხვების შთაგონებით, მაინც წავიდა. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ იგი მაშინვე წამოეგება ანკესს, როგორც მასხელისუფლება გადმოისვრის.

 

ჩემი ეს ვარაუდი უტყუარად დაადასტურა შევარდნაძემ ЛГ-ს კორესპონდენთან საუბარში – ,,…მოუთმენლად მოველით სპექტაკლს თანამედროვეობის მწვავე პრობლემებზე, რომელსაცრუსთაველის სახელობის თეატრში ამზადებს რობერტ სტურუა" (გაზ. ,,კომუნისტი", 1980 წ., 21სექტემბერი). ცხადი გახდა, რომ სტურუა დაქირავებული რეჟისორი შეიქნა.დაქირავებულთან კი მე არაფერი მესაქმებოდა...";
"როცა ნიჭიერი თუ უნიჭო რეჟისორი თავის თავისუფლებას ცკ-ს დაქირავებაზე გაცვლის, იგი უკვე მკვდარია. მისგან ცოცხალი აღარაფერი გამოვა. ახლა სტურუა მხოლოდ იმ შეკვეთაზე უნდა ფიქრობდეს, რომელიც შევარდნაძისაგან მიიღო. ამგვარი წარმოდგენის დადგმა მას გაუჭიდება იმიტომაც, რომ იგი ცინიკოსია ბუნებით და პანეგირისტული წარმოდგენა ძნელად გამოუვა.

 

ეს ობიექტურად. სუბიექტურად კი მას შევარდნაძე სთხოვს – დადგას წარმოდგენა, რომლის გმირი თავად შევარდნაძე იქნება. შევარდნაძეს ისევე უნდა უმღეროდნენ, როგორც სტალინს და ბერიას უმღეროდნენ, მაგრამ ამას აშკარად ვერ ბედავს,რამეთუ ჯერჯერობით მოსკოვის ცკ არ ითხოვს ამას.

 

ამიტომ ალეგორიულად უნდა ილაპარაკონ ამაზე. ისე, როგორც რ.ჩხეიძე აკეთებს თავის ფილმში. მაგრამ რ.ჩხეიძე იძულებულია ეს გააკეთოს, რადგან ეშინია, მისი შვილი თამრიკო არ დაიჭირონ, როგორც დისიდენტი. სტურუას რისი ეშინია, შინ კატაც კი კომუნისტი (ბოლშევიკი) ჰყავს! მაშასადამე, ლაქიობა მისი ბუნებაა." - აკაკი ბაქრაძე – თხზულებანი, ტომი VIII, გვ.617-622.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42