"სტალინის ქანდაკების გორში განთავსებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება მიღებულ იქნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ჯერ კიდევ 2010 წლის 16 ივნისის №29 განკარგულებით.
2013 წლის 28 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წერილის საპასუხოდ, საკრებულოს მიერ შერჩეული ქანდაკების განთავსების ორი სავარაუდო ადგილიდან სამინისტრომ მხოლოდ ტექნიკური სახის რეკომენდაცია გაუწია პროექტის იმ ვერსიას, რომელიც ქანდაკებას მოიაზრებს, როგორც ექსპონატსა და სამუზეუმო კომპლექსის შემადგენელ ნაწილს (ქოხი, სადაც დაიბადა სტალინი, საგამოფენო სივრცე და სტალინის ვაგონი).
აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გადაწყვეტილება სტალინის ქანდაკების გორში დადგმასთან დაკავშირებით სცდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უფლებას და ის მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის პრეროგატივას წარმოადგენს.
სამინისტრო მუშაობს სტალინის სახელმწიფო მუზეუმის ახალ კონცეფციაზე, რომლის განხორციელებადამთვალიერებლისათვის კიდევ უფრო თვალსაჩინოს გახდის საბჭოთა რეჟიმის სისასტიკეს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






