"მინდა ამსტერდამიდან მოგმართოთ, ჩვენი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის წევრებს. ჩვენ ყველანი ვხედავთ, თუ რა განსაცდელშია ჩვენი ქვეყანა. ჩვენი დატოვებული ფული ბოლომდე შეიხრა და უპასუხისმგებლოდ გაიფლანგა. ჩვენი შექმნილი სახელმწიფო სტრუქტურები მოიშალა და იქ გამეფდა კორუფცია. კრიმინალი კვლავ მძლავრობს. უსაფრთხოების სიტუაცია საქართველოსთვის მკვეთრად გაუარესდა, ასეთი უიმედობა რა ყოფილა შევარდნაძის დროსაც კი და ამ ფონზე ასობით ათასმა ჩვენმა ყველაზე შრომისუნარიანმა მოქალაქემ ან უკვე დატოვა საქართველო, ან თვალი უჭირავს წასვლაზე. რეალურად საქართველო არის განადგურების საფრთხის წინაშე," - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის განცხადებით, ივანიშვილმა გამოაცხადა ქასთინგი მთავარი ოპოზიციური ძალის წოდებაზე და მისი სურვილია, რომ ოპოზიციამ იმისთვის იბრძოლოს, თუ ვინ გავა მეორე ადგილზე ყველა შემდგომ არჩევნებზე.
"ჩვენი ამოცანაა საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნება და ჩვენ ხელისუფლებაში უნდა დავბრუნდეთ უკვე 2018 წელს. როგორ უნდა მოვახერხოთ ეს? ჩვენ უნდა მოვიგოთ საპრეზიდენტო არჩევნები და ჩამოვშალოთ ივანიშვილის მთავრობა, მოვშალოთ მისი ფეოდალური საკარმიდამო," - აცახდებს მიხეილ სააკაშვილი.
იგი ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, რომ ოპოზიციასთან ერთად, პრაიმერისის გზით, შეარჩიონ საუკეთსო კანდიდატი და იბრძოლონ გამარჯვებისთვის.
"ჩვენ უნდა მოვემზადოთ საპრეზიდენტო კამპანიისთვის, ყველა არგაყიდულ ოპოზიციურ ძალასთან ერთად, პრაიმერისის გზით შევარჩიოთ ღირსეული კანდიდატი, ჩვატაროთ ისეთი კამპანია, რომელიც არასდროს ჩაგვიტარებია, აბსოლუტურად ახალი მეთოდებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, გამოცდილი ხალხის გამოცდილების გათვალისწინებით და ახალი ხალხის ჩართვით, მათ შორის ახალგაზრდობის მასოიბრივად მოზიდვით, ჩვენ უნდა დავინახოთ და დავანახოთ ყველას მომავლის პერსპექტივა და ეს აუცილებლად გამოგვივა," - აცხადებს სააკაშვილი,
მასალის გამოყენების პირობები






