უკრაინის დემოკრატიული ოპოზიცია 3 მარტს, სამართალდამცავების მიერ კარვების ქალაქის დარბევასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და კატეგორიულად გმობს 2014-15 წლების რუსეთის არმიის ქვედანაყოფებისა და პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე მებრძოლებისა და ვეტერანების დასაშლელად განხორციელებულ სადამსჯელო აქციას.
"ხელისუფლების ამ საქციელს ჩვენ დანაშაულად ვაფასებთ. ძალოვანი სტრუქტურები ცდილობენ საკუთარი "აქცია" იმით გაამართლონ, რომ თითქოს მომიტინგეები პარლამენტის შენობის დაკავებისთვის ემზადებოდნენ, რაც ჩვენი მხრიდან აღიქმება, როგორც შეგნებული ტყუილი. პროტესტი რომელიც 2017 წლის 17 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, ხოლო ყველა პროვოკაცია და ძალადობა მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მომდინარეობდა," - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიტიკურ პარტიებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებას სურს საპროტესტო მოძრაობის დისკრედიტაცია მოახდინოს, ხოლო მისი მონაწილეები დასაჯოს.
"უკრაინელებს სთავაზობენ შეეგუონ ყველაფერს, რაც მათ თავზე ხდება, ხოლო ვინც არ შეეგუება - იმას ხელკეტები, ხელბორკილები, ციხე. ჩვენ გვინდა დავარწმუნოთ უკრაინელი ხალხი, რომ ყველა ძალას ვიხმართ, რომ ხელისუფლებამ ეს გეგმა ვერ განახორციელოს. რაც ვერ შესძლო იანუკოვიჩმა, ვერ შესძლებს პოროშენკოც," - აცხადებენ ოპოზიციური პარტიები: იულია ტომოშენკოს "Батьківщина", "ახალ ძალთა მოძრაობა", უკრაინის ევროპული პარტია, "სამოქალაქო პოზიცია", სახალხო კონტროლი, ალტერნატივა, Громадянський рух Хвиля.
პოლიტიკური პარტიები თანაგრძობას უცხადებენ დარბევის დროს "ახალი ბერკუტელებისაგან" დაზარალებულ ადამიანებს, და აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველა, ვინც ამ ვანდალური აქციის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, ბრძანება გასცა და განახორციელა, კანონის წინაშე აგებს პასუხს.
მასალის გამოყენების პირობები






