როგორც eugeorgia.info იტყობინება, ქართული სათამაშოებით „Disneyland"-ის მთავარი მიმწოდებელი დაინტერესდა.
ევროპელებს განსაკუთრებით წიფლისგან დამზადებული სათამაშოები მოსწონთ
„ქართული წიფლის ხარისხი და ფერი, - ამ მახასიათებლების გამო ჩვენი სათამაშოები ევროპულ კომპანიებს განსაკუთრებით მოეწონათ. ხის ფაზლები, კუბიკები, სხვადასხვა ფორმის ხის კონსტრუქციები- ყველაფერს ეკოლოგიურად სუფთა წიფლის მასალისგან ვამზადებთ” - ამბობს eugeorgia.info- თან შპს „გეო თოიზის” დამფუძენებელი დავით კაციტაძე.
კომპანია „ჯეო თოიზი” ცოტა ხნის წინ დაბრუნდა გერმანიის ქალაქ ნიურნბერგის სათამაშოების ფესტივალიდან, სადაც 60-ზე მეტი ქვეყნის ათასობით სათამაშოების მწარმოებელი ყოველწლიურად იკრიბება. კომპანიას ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთიდან დაუკავშირდნენ. ფრანგულ კომპანიასთან კონტრაქტზე უკვე მუშაობენ და სათამაშოების პირველი პარტია საქართველოდან 15 აპრილისთვის გაიგზავნება.
ამ სათამაშოს საქართველოში 2 წლის წინაც ვყიდდით. მაშინ 42 ლარი ღირდა. ახლა აღარ ვამზადებთ, იმიტომ რომ საქართველოს ბაზარი პატარაა, თანაც მაშინ ხის სათამაშოების მიმართ დიდი ინტერესი არ იყო და შესაბამისად ნაკლებად იყიდებოდა. ამ სახის სათამაშოების პოპულარიზაცია ბოლო პერიოდში გაიზარდა. უცხოეთში ხის სათამაშოებს 5-ჯერ და უფრო მაღალი ფასი აქვს, ამიტომ ახლა უკვე მოვიდა დრო, რომ გავაგრძელოთ აქტიურად წარმოება.
რომ არ ყოფილიყო თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან, ჩვენ ვერაფერს გავაკეთებდით. საბაჟო გადასახადისგან გათავისუფლება ჩვენთვის დიდი შეღავათია. რიგ შემთხვევაში 12%, ზოგან 17% გადასახადი მოგვაკლდება, რაც დამატებულ სტიმულს მოგვცემს” - ამბობს დავით კაციტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






