მსოფლიოს წამყვანი ონკოლოგები "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" გუნდს უერთდებიან
ჯანმრთელობა - 11:45, 02 Mar, 2018     3639

ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში ბევრი ჩვენი თანამემამულე წარმატებით მოღვაწეობს და წამყვანი როლიც აკისრიათ. ალექსიბაიდოშვილი ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ერთ-ერთია იმ წარმატებული ექიმებიდან, რომლებიც საქართველოში სხვადასხვა პროექტის განსახორციელებლად საკუთარ ძალღონეს არ იშურებენ.

- ბატონო ალექსი, გვიამბეთ, რა ეტაპი გაიარეთ იმისთვის რომ წარმატებულ ექიმად შემდგარიყავით?

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე. აქვე დავამთავრე სკოლა და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, თუმცა შემდგომ სწავლის ახლიდანდაწყება მომიწია ჰოლანდიაში, რადგან ქართული დიპლომი არ აღიარეს. ჩემი მიზანი სამედიცინო სფეროში სპეციალიზაცია და PHD, ანუ მეცნიერული კვლევების ჩატარება იყო. 2004 წელს დავასრულე სწავლა ქალაქ ამსტერდამის Vrije Universiteit-ის სამედიცინო ფაკულტეტზე და მივიღე სრული სამედიცინო განათლება. 2009 წელს კი რეზიდენტურის სრული კურსი დავამთავრე ამსტერდამის VU Medical Center-ის პათოლოგიის დეპარტამენტში და ჰოლანდიაში დავრეგისტრირდი, როგორც ექიმი სპეციალისტი – პათოლოგი-ანატომი.

- ლაბორატორიას (LabPON), რომელშიც თქვენ ხელმძღვანელობთ ციფრული პათოლოგიის ჯგუფს, ამ კუთხით პირველი ლაბორატორია გახდა მსოფლიოში.რამდენად უზრუნველყოფს ეს კვლევა სიზუსტეს?

- მეამაყება, რომ ჩემმა პროექტმა ამხელა წარმატება მოუტანა მას. ჩვენ მართლაც პირველი ლაბორატორია გავხდით მსოფლიოში, რომელიცსრულიად ახალი ტექნოლოგიებით მუშაობს. ეს კი იმას ნიშნავს რომ გაცილებით უფრო ჩქარა, ეფექტურად და ობიექტურად დაისმევა დიაგნოზები პათოლოგიაში. ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლა კი, ზუსტი დიაგნოსტიკის საწინდარია.

- უნდა აღინიშნოს ის რომ საქართველოში დასმული დიაგნოზი, ზოგჯერ არ ემთხვევა საზღვარგარეთ ჩატარებული კვლევის შედეგებს. რა ეტაპზეა საქართველოშიპათოლოგიის ცენტრის შექმნა?

- სადღეისოდ საქართველოში ზუსტი დიაგნოსტირების პრობლემა გვაქვს, მაგრამ სამედიცინო კორპორაცია ევექსი უკვე აშენებს მეგალაბს, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის დიაგნოზს და მალე აღარ დაგვჭირდება უცხოეთში ანალიზების გაგზავნა. ამისთვის კი კვალიფიციური პერსონალია საჭირო. ჩვენ ამაზეც ვიზრუნეთ, ქართველი კოლეგები საზღვარგარეთ გავგზავნეთ, საიდანაც დიდი გამოცდილებით დაბრუნდებიან და შეძლებენ, პაციენტებს სრული დახმარება აღმოუჩინონ. ახალი თაობა, რომელმაც განათლების ნაწილი ევროპაში მიიღო, მათ შორის ჩვენს ლაბორატორიაში, არის საქართველოს მომავალი იმედი. ჩვენი ამბიციაა, რომ მასალა სხვა სახელმწიფოებიდან საქართველოში შემოვიდეს გადასამოწმებლად და ეს რეალურია. ჩვენ ეს შეგვიძლია და აუცილებლად გავაკეთებთ.

- მოგვიყევით ევექსთან თქვენი თანამშრომლობის შესახებ. როგორ აპირებთ მუშაობ და რას შესთავაზებთ ქართველ პაციენტებს?

- თანამშრომლობა ევექსთან რამდენიმე წლის წინ შედგა. მოგეხსენებათ, ევროპაში მყოფმა ქართველმა ექიმებმა ერთობლივად შევქმენით ასოციაცია GIMPHA (ქართული ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია) , რომლის პრეზიდენტიც გახლავართ. ჩვენი ასოციაცია ყოველწლიურად ატარებს კონფერენციებს, რომელშიც მონაწილეობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველიექიმები და მათი უცხოელი კოლეგები. ჩვენს ერთ-ერთ კონფერენციას „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ წარმომადგენელიც ესწრებოდა და სწორედ მაშინ გავიცანით ერთმანეთი. მოლაპარაკებების შემდგომ, ჩვენი ინტერესები დაემთხვა. ისინი დამპირდნენ იმ პროექტის განხორციელებას, რომლის შექმნისთვისაც უკვე ათეული წელია ვიბრძვი. მინდა საქართველოში პათოლოგია გავაუმჯობესო, სადაც გვექნება კარგი ლაბორატორია,თანამედროვე მაღალი ხარისხის დიაგნოზებით. ასევე ვცდილობთ გავაუმჯობესოთ რეგიონული ლაბორატორიები, რათა ისინი არ ჩამორჩნენ დედაქალაქისას და პაციენტებმა შეძლონ თავიანთ რეგიონში მკურნალობა.

დღეს მე „სამედიცინო კორპორაცია ევექსში“ პათომორფოლოგიურ სამსახურს ვხელმძღვანელობ. ხშირ შემთხვევებში, როცა არის გაურკვევლობა პათოლოგიურ დიაგნოსთან დაკავშირებით, ჩემი კოლეგები საქართველოდან მასალას მიგზავნიან, და მე ჩემს ევროპელ პათოლოგ-ანატომებთან ერთად განვიხილავ და ვუგზანo ჩვენს დასკვნას.

-რას ურჩევდით დამწყებ კოლეგებს?

-სამედიცინოს სტუდენტებს რომ კითხოთ, შეიძლება რამდენიმე იყოს, ვინც გეტყვით რომ პათოლოგ-ანატომობა უნდა, რადგან ისინი თითქმისმედიცინის ამ მიმართულებას არ იცნობენ. პათოლოგ-ანატომია თავისი ფუნქციით ძალიან მნიშვნელოვანი, საინტერესეო და მრავალფეროვანი პროფესიაა. გარდა ამისა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან დიაგნოზებს ვსვამთ, ამასთანავე მკურნალობის რჩევებსაც ვაძლევთ ჩენს კოლეგებს. პათოლოგ-ანატომია ის პროფესიაა, სადაც სპეციალისტი მუდმივად ვითარდება, სულ ახალი ხდება და მოსაწყენი ნამდვილად არ არის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42