სომხეთმა თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შესახებ 2009 წელს ციურიხში ხელმოწერილი შეთანხმების ოქმებს ანულირება გაუკეთა. აღნიშნული საკითხი, 1 მარტს, სომხეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ ნალბანდიანმა დააყენა. საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქეთი დაუსაბუთებელი პირობების წამოყენებაში დაადანაშაულა, რომელიც მისი თქმით, ოქმების პირობებს ეწინააღმდეგება, სადაც ურთიერთობის უპირობო დარეგულირებაზეა საუბარი.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, როპმ გასული წლების მანძილზე ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით თურქეთის მხრიდანერთი ნაბიჯიც კი არ გადადგმულა დადებითი მიმართულებით.
სარგსიანმა განაცხადა, რომ მან არაერთხელ განაცხადა, მათ შრის გასულ წელს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზეც, რომ თუ თურქეთი თავის პოლიტიკას სომხეთთან მიმართებაში არ შეიცვლის, 2018 წლის გაზაფხულზე იგი ამ ოქმებს გააუქმებს.
"ოქმებზე ხელმოწერის შემდეგ, 9 წლის განმავლობაშ, ანკარამ არათუ არ გადადგა რაიმე ნაბიჯი ოქმების რატიფიკაციის მიმართულებით, არამედ მცირედი ეჭვიც კი არ დატოვა იმ კუთხით, რომ იგი არ აპირებს ამ პროცესის განხორციელებას," - განაცხადა პრეზიდენტმა.
უშშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა ოფიციალურად მოაწერა ხელი ოქმების გაუქმების განკარგულებას და განაცხადა, რომ ამ კუთხით მან საქმის კურსში ჩააყენა ხელმოწერაზე დამსწრე ყველა ქვეყნა და საერთაშორისო ორგანიზაცია - რუსეთი, საფრანგეთი, აშშ, შვეიცარია და ევროკავშირი და ევროპის საბჭო.
მასალის გამოყენების პირობები






