რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მეთოთხმეტე მიმართვა რუსეთის დუმის მიმართ უპრეცენდენტო საომარი რიტორიკით იყო გამორჩეული. იგრძობოდა, რომ გამოსვლაზე გავლენა წინასაარჩევნო პერიოდმაც მოახდინა.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე 18 დღით ადრე მიმართვის ტექსტი მან არა კრემლში, არამედ საგამოფენო-სავაჭრო ცენტრ "მანეჟში" წაიკითხა, სადაც დეპუტატებისა და მთავრობის წევრების გარდა, საზოგადოებრიობის წარმომადგენლები, ექსპერტები და პუტინთან დაახლოებული პირები ესწრებოდნენ.
პუტინმა ორსაათიანი გამოსვლის თითქმის ნახევარი აშშ-ზე საუბარს დაუთმო. კერძოდ მან აღნიშნა, რომ ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხებში აშშ-სთან მოლაპარაკებების ჩაშლას რუსეთმა ახალი შეიარაღების, ბალისტიკური რაკეტებისა და მრავალფნქციური კომპლექსების შექმნით, შესაბამისი პასუხი გასცა.
პუტინმა რუსეთის სამხედრო შეიარაღების გაძლიერებაზე საუბრისას ვიდეორგოლები და ფოტომასალა გამოიყენა, სადაც ძირითადად მხოლოდ გრაფიკული მოდელები იყო წარმოდგენილი.

"ჩვენ დიდხანს ვცდილობდით ამერიკელები დაგვერწმუნებინა "ანტისარაკეტო თავდაცვის სისტენების შესახებ" ხელშეკრულება არ დაენგრიათ, მაგრამ ამაოდ. და რა გავაკეთეთ სანაცვლოდ? რითი უპასუხა რუსეთმა? აი რითი," - ამ სიტყვების შემდეგ პუტინმა ეკრანზე რუსული შეიარაღების ახალი პოექტების დემონსტრირება დაიწყო.
პირველად მან მძლავრი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა "სარმატი" წარმოადგინა, მისი ფრენის მარშრუტით, რომელიც სურათზეა გამოსახული.
„რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ახალი თაობის ბალისტიკური რაკეტებზე მუშაობს. ცდები უკვე დაწყებულია. ახალი კონტინეტთაშორისი ბალისტიკური რაკეტაც გამოცდის რეჟიმშია, რომელსაც „სარმატი“ ეწოდება. არ გამოვრიცხავ, რომ რაკეტები სამომავლოდ ბირთული ქობინებით აღვჭურვოთ. ახლა ჩვენ არანაირი ანტისარაკეტოს თავდაცვითი სისტემების არ გვეშინია," - დასძინა პუტინმა.

პუტინმა ასევე ახალი ტიპის იარაღზე ისაუბრა, რომელსაც ენერგეტიკული ბირთვული სისტემა აქვს. მას შეუძლია თავდაცვის ზღუდეების შემოვლა, მისი ფრენის სიშორე შეზღუდული არაა, დიდი ხნის გამავლობაში მოახდენს მანევრირებას.
პუტინმა ზებგერითი იარაღის ვიდეოდემონსტრირებაც მოახდინა - "რუსეთსაც აქვს ზებგერითი იარაღი. ის იდეალურია," - აცხადებს იგი.
შემდეგ მან მრავალარხიან საზღვაო ბაზირების საზენიტო-სარაკეტო სისტემა "Кинжал"-ზე (ხანჯალი) ისაუბრა, რომლის გამოყენებაც ყველანაირი ამინდის პირობებშია შესაძლებელი.
სამხედრო პრეზენტაციის ბოლოს პუტინმა ატმოსფეროს ზედა ფენებში მანევრირებადი იარაღი წარმოადგინა, რომლის პირობითი სახელიც "ავანგარდია".
"მისი სიჩქარე ჰიპერბგერითი იქნება, მისი დაზიანება შეუძლებელია, ის ფაქტიურად მეტეორიტია," - აღნიშნა პუტინმა.
პუტინის განცხადებით, რუსეთი საპასუხო ზომებს მიიღებს, როგორც კი რუსეთის ტერიტორიაზე ან მის მოკავშირეებზე ბირთვული თავდასხმა განხორციელდება.
„ეს მოხდება მყისიერად. არ აქვს მნიშვნელობა, რა სახის ბომბი იქნება ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებული“ - განაცხდა პუტინმა.
"იმედი მაქვს, რომ ყველაფერი, რაც ახლა ვთქვი, პოტენციურ აგრესორს გამოაფხიზლებს," - ამ სიტყვებით დაასრულა რუსეთის შეიარაღებაზე საუბრი პუტინმა და არ დააკონკრეტა თუ ვინ იგულისხმა აგრესორში, თუმცა, შესავალ ნაწილში ამერიკის შეერთებულ
აღსანიშნავია, რომ პუტინმა რუსეთის მთავარ მტრად ან საფრთხედ არც ტერორიზმი, არც ომები, არამედ ჩამორჩენა დაასახელა და აღნშნა, რომ მის მიერ არჩეული კურსი მომავალშიც უცვლელი იქნება.
„მთელი მსოფლიო ახლა გარდატეხის პერიოდს გადის. ლიდერი კი ის გახდება, ვინც ცვლილებებისთვის არის მზად. ვინც მოქმედებს, ვინც წინ მიდის. ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა ხალხმა ეს მზაობა გავნითარების ყველა ისტორიულ ეტაპზე აჩვენა. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვებ მივაღწიეთ ისეთ ცვლილებებს, რისთვისაც სხვა სახელწმიფოებს საუკუნეები დასჭირდათ. მივდიოდით, მივდივართ და წავალთ ჩვენი არჩეული კურსით. ვიყავით და ვიქნებით ერთად“ - განაცხადა პუტინმა.
მასალის გამოყენების პირობები






