ჰაკერული პროგრამის შემქმნელს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
მსოფლიო - 13:49, 01 Mar, 2018     1617

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფი „ფეისბუკზე“ აშშ-ში მომხდარ ფაქტზე წერს:


ტეილორ ჰადლსტონს (Taylor Huddleston) არკანზასის შტატიდან მავნე პროგრამის შექმნისა და მისი გაყიდვისთვის 3 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

პროგრამა - „NanoCore RAT“ თავდაპირველად იმ მიზნით შექმნა, რომ სკოლებს მოსწავლეების, ხოლო მშობლებს თავიანთი შვილების ინტერნეტ სივრცეში აქტივობის კონტროლი შეძლებოდათ, თუმცა მოგვიანებით პროგრამის შემქმნელმა მისი გაყიდვა ე.წ. „Underground“ ჰაკერულ ფორუმებზე 25 აშშ დოლარად დაიწყო.

„NanoCore RAT“-ი მყისიერად იქცა ჰაკერების მთავარ იარაღად და მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად გამოიყენებოდა სხვადასხვა კიბერშეტევის დროს.

ჰადლსტონმა სასამართლოს წინაშე დეტალურად აღწერა, თუ რა შესაძლებლობები ჰქონდა მავნე პროგრამას:

- კომპიუტერიდან სენსიტიური ინფორმაციის მოპარვა;
- მსხვერპლების კომპიუტერების დისტანციურად კონტროლი (ვებკამერის ჩართვა, კლავიატურის მონიტორინგი და ა.შ.);
- ფაილების შიფრაცია გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით (ransomware);
- ინფიცირებული კომპიუტერის DDos-ის ქსელში ჩართვა.

ტეილორმა სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ მავნე პროგრამა თავიდანვე კიბერკრიმინალებისთვის შექმნა და რომ მისთვის ცნობილი იყო პროგრამის მავნე მიზნებით გამოყენების შესაძლებლობის შესახებ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42