ლუდი „აისი“ ქართული რაგბის „ოფიციალური ლუდი“ გახდა
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:59, 28 Feb, 2018     2430
2018 წლის თებერვლიდან ლუდი აისი საქართველოს რაგბის კავშირის და ეროვნული ნაკრების ოფიციალური ლუდი გახდა. მხარეებს შორის სასპონსორო ხელშეკრულებას დღეს 28 თებერვალს ავჭალის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე მოეწერა ხელი.

ხელშეკრულების თანახმად, ლუდი „აისი“ საქართველოს რაგბის კავშირის და რაგბის ეროვნული ნაკრების სპონსორი 2019 წლის ჩათვლით იქნება. სასპონსორო პერიოდში ბორჯღალოსნები „აისით“ დაბრენდილი მაისურებით იასპარეზებენ. მიმდინარე წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატი“ უკვე“აისის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

პრესკონფერენციის დროს მხარეებმა საერთო მიზნებზე ისაუბრეს. გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში გეგმაშია სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის, სოციალური პროექტები როგორიცაა 20 წლამდელების ნაკრების მომზადება მსოფლიო ჩემპიონატისათვის და სხვადასხვა რაგბის სახეობების (ქვიშის, თოვლის და სხვა) განვითარების ხელშეწყობა. რაგბის კავშირის პრეზიდენტმა „აისის“ წარმომადგენლებს საზეიმო ვითარებაში მორაგბეების მიერ ხელმოწერილი ეროვნული ნაკრების კვართი გადასცა. აქვე მოხდა ლუდი „აისის“ რაგბისადმი მიძღვნილი სპეციალური ბოთლის პრეზენტაცია.

„ჩვენთვის დიდი პატივია ქართული რაგბის გვერდში დგომა და დიდი გამოწვევაა ვიყოთ ქვეყნის ყველაზე წარმატებული გუნდის „ოფიციალური ლუდი“. ჩვენი და საქართველოს რაგბის კავშირის ერთობლივი მიზანია, საზოგადოებაში რაგბის პოპულარიზაცია და თამაშის დღის, როგორც დღესასწაულის მნიშვნელოვნების გაზრდა. ეროვნული ნაკრების ყოველი თამაში გულშემატკივარისთვის უკვე „გამარჯვების დღეა“, სწორედ ამის პოპულარიზაციას შევეცდებით მომდევნო წლების განმავლობაში. ამისათვის გავიზიარებთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და დავნერგავთ გულშემატკივრობის ახალ ტრადიციას, როგორიცაა თითოეულ თამაშზე „დღის საუკეთესო მოთამაშის“ და „დღის საუკეთესო გულშმარკივარის“ დასახელება.

განსაკუთრებული მოლოდინით ველით 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს იაპონიაში. „აისი“ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ჩემპიონატის პერიოდში საქართველოში შეიქმნას განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა, რომელიც ნამდვილ გულშემატკივრებს გააერთიანებს“ - განაცხადა „ჯიბიჯის“ დამფუძნებელი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შოთა ხობელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42