ჩვენ ცხოვრებაში რაღაც მოვლენები ხშირად მეორდება ან უცნაური შემთხვევითობები ხდება. ეს ხშირად სამყაროს გზავნილად უნდა აღვიქვათ.
1. რიცხვები რომელიც ხშირად მეორდება
ცხადია თქვენ ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ ესა თუ ის რიცხვი თქვენს ცხოვრებაში ხშირად მეორდება. არსებობს შემთხვევები, როდესაც მუდმივ „ბედნიერ“ რიცხვს, რომელიც ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ჩნდებოდა, ის დიდ სიმდიდრემდე ან მიზნის მიღწევამდე მიუყვანია. ამიტომ ყურადღებით იყავით, ასეთი გამეორებადი რიცხვი შესაძლოა თქვენი სულიერი წინამძღოლის გზავნილი იყოს .
2. ძველ მეგობართან „შემთხვევით“ შეხვედრა
ეს თქვენ ცხოვრებაში აუცილებლად მოხდება, მაგრამ ეცადეთ გაარკვიოთ არსებობს თუ არა რაიმე მიზეზი ამ მოულოდნელი შეხვედრისა. ამან შესაძლოა თქვენ (ან ორივეს) სარგებელი მოგიტანოთ. სამყარო ადამიანებს ტყუილუბრალოდ არ აგზავნის თქვენთან.
3.ვიღაც ახალთან შეხვედრა საჭირო დროს
შეეცადეთ ასეთ ადამიანებს შეატყობინოთ რა ხდება თქვენს ცხოვრებაში და გაარკვიოთ რა ხდება მათში. (ყველას სჭირდება როგორც ძველი, ასევე ახალი მეგობრების მცირე დახმარება) და კიდევ ერთხელ, სამყარო ამ რესურსებს საჭიროების გარეშე არ გვიგზავნის.
4. მოულოდნელად იღებთ საჩუქარს, რომელზეც მრავალი წლის განმავლობაში ოცნებობდით
მიუხედავად იმისა, რომ ეს ცოტა უცნაურია, ყველას უყვარს, როცა ასე ხდება. განსაკუთრებით მაშინ როდესაც ადამიანი ამბობს, რომ თქვენზე ფიქრობდა, როცა ეს საჩუქარი დაინახა.
5. სატელეფონო ზარის ან მესიჯის მიღება იმ ადამიანისგან ვისზეც ფიქრობდით
ცხადია, რაც ხშირად ფიქრობთ ადამიანზე, მით უფრო ხშირად ხდება ეს, ესეც ნიშანია იმისა რომ სამყარო უყურადღებოდ არ გტოვებთ და გეხმარებათ.
მასალის გამოყენების პირობები






