ბაჩუკი ქარადავა: მარგველაშვილი ჩემთვის ბიძინა ივანიშვილია
პოზიცია - 15:22, 30 Jul, 2013     1290


ამის შესახებ ,,ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა გაზეთ ,,რეზონანსთან" ინტერვიუში საუბრობს. ედპ-ს ლიდერი აცხადებს, რომ პარტია მალე გაამჟღავნებს იმ კანდიდატს, ვისაც მხარდაჭერას გამოუცხადებს და წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას დაეხმარება.


ბაჩუკი ქარდავა საკრებულოში მიმდინარე პროცესებს აფასებს და მიაჩნია, რომ საკრებულოში მედროვეობის კლასიკური ფორმა გამოვლინდა.



_ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას ამ არჩევნებში კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა მასში აქტიურად ჩავერთვებით. ჩვენი გადაწყვეტილება და გათვლები შედეგზე იქნება ორიენტირებული. თუმცა აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რომელიმე კანდიდატის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა მისი პოლიტიკური კურსიდან იქნება გამომდინარე. საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია, რამდენიმე ვარიანტს ვამუშავებთ და გადაწყვეტილებას საზოგადოებას მალე გავაცნობთ.


_რას ფიქრობთ საპრეზიდენტო კანდიდატებსა და მათ შანსებზე?


_ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ 2 კანდიდატის გარშემო საუბარი ქართული საზოგადოებისთვის არცთუ სასარგებლოა. მეტი არჩევანი უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ, ის იმაზე მრავალფეროვანი იქნება, ვიდრე დღეს ჩანს.


_მარგველაშვილისა და ბაქრაძის გარდა, გამოკვეთილ კანდიდატებად ითვლებიან ნინო ბურჯანაძე და სალომე ზურაბიშვილი. მათ შანსებზე რისი თქმა შეგიძლიათ?

_მე უფრო შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, თუ როგორი კანდიდატია ,,ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიისთვის მისაღები - ის, ვისი კურსიც დასავლეთზეა ორიენტირებული და რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეჭქვეშ არ აყენებს. ეს ჩვენთვის პრინცპიული საკითხია და კანდიდატსაც ამის მიხედვით ვაფასებთ. ჯერ კიდევ არის დრო იმისა, რომ კანდიდატებმა თავიანთი შეხედულებები გამოავლინონ. ჯერ-ჯერობით კი, მარგველაშვილი ჩემთვის ბიძინა ივანიშვილია. ის, როგორც დამოუკიდებელი ფიგურა, მისი პოლიტიკური შეხედულებები, საზოგადოებისთვის, ნაკლებად ცნობილია. მისი შეფასებაც მაშინ შემეძლება, როცა დამოუკიდებელ პოლიტიკურ სუბიექტად განვიხილავ.

_თბილისის საკრებულოში სიახლეებია, იგი სრულიად ახლებულად დაკომპლექტდა...

_საკრებულოში არაფერი განსაკუთრებული და ახალი არ მომხდარა. ასეთი რამ ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის ხდებოდა. ეს მედროვეობის კლასიკური ფორმა იყო. მესმის, რომ ,,ქართულ ოცნებას", დღეს, საზოგადოების მხრიდან მეტი მხარდაჭერა აქვს და ბუნებრივია, რომ გამარჯვებულმა პოლიტიკურმა ძალამ საკრებულოში უმრავლესობა მოიპოვა. მერის არჩევნების საკითხი კი მხოლოდ საკრებულოს გადასაწყვეტი ვერ იქნება, ვინაიდან მას თბილისის მოსახლეობა ირჩევს.


_ახსენეთ, რომ ,,ქართულ ოცნებას" ხალხში ახლა მეტი მხარდაჭერა აქვს, თუმცა, კვლევები ცხადყოფს, რომ მათი რეიტინგი მცირდება. თქვენი აზრით, ეს მოსალოდნელი იყო?


_რა თქმა უნდა, მოსალოდენელია. კოალიცია მიუღებელი ხელისუფლების ერთადერთი ოპონენტი იყო და საზოგადოება მხარს ამიტომ უჭერდა. მათში და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილში ხდავდნენ ძალას, რომელსაც შეეძლო ,,ნაციონალური მოძრაობა" შეეცვალა. დღეს კი ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წინაშე არა მხოლოდ პოლიტიკური მოედნიდან სხვისი განდევნა, არამედ სხვა ამოცანები დგას. ახლა უკვე სოციალური, ეკონომიკური, საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებული პრობლემები დგას და საზოგადოების განწყობაც იმის მიხედვით იცვლება, თუ რამდენად ახრხებს ხელისუფლება მათ მოგვარებას. თუ საზოგადოებაში მხარდაჭერა მცირდება, ე.ი. მთლად კარგად ვერ ახერხებს.


_თქვენი აზრით, კონკრეტულად რამ განაპირობა საზოგადოების განწყობის შეცვლა? ანუ რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ?


_საზოგადოება უფრო მეტ ,,სისხლს" ითხოვს. მათ ყოფილი ხელისუფლების მეტად დასჯა უნდოდათ, ვიდრე ,,ქართულმა ოცნებამ" გააკეთა. თუმცა მე ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ჩემი აზრით, მათი რეიტინგის ცვლილება იმან განაპირობა, თუ რამდენად შეკრულია ეს ძალა. ასევე სოციალური პრობლემები, რომელთაც ახალი ხელისუფლება არა თუ ვერ აგვარებს, არამედ საზოგადოებას რეალურ პერსპექტივასაც ვერ სთავაზობს.


_დაკავებები ის თემაა, რომელზეც ხელისუფლება დასავლეთის მხრიდან ყველაზე მეტ კრიტიკას იმსახურებს. თუმცა, თავადაც თქმით, რომ ხალხი უფრო მეტს ითხოვს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ორ ცეცხლს შუაა?


_დასავლეთის დამოკიდებულება ალბათ უფრო შორსმჭვრეტელურია, ვიდრე ჩვენი სურვილი, რომ შედეგი დღესვე ვნახოთ და ვინც გაგვაბრაზა, დღესვე დავსაჯოთ. დასავლეთი ჩვენგან კოჰაბიტაციას ითხოვს და ჩვენ გვინდა დასავლეთის ნაწილი ვიყოთ. თუმცა, კოჰაბიტაცია უსამართლობასთან არ უნდა იგივდებოდეს და ქართული საზოგადოება ამას ვერ შეეგუება. ეს უკვე სამართალდამცავი სტრუქტურების კომპეტენციაა და ვნახავ, რამდენად მოახერხებენ ისინი საზოგადოებისთვის იმის დამტკიცებას, რომ ყველა დასჯილია, ვინც დასასჯელი იყო.


_თუ იყო ვინმე ისეთი, ვინც თქვნი აზრით ისე დაისაჯა, რომ პროკურატურამ ამის აუცილებლობაში ვერ დაგარწმუნათ? ანუ, მტკიცებულებების ნაკლებობა თუ იყო რომელიმე საქმეში?


_საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ხშირ შემთხვევაში დაკავებულებთან მიმართებაში მტკიცებულებების დეფიციტია. ამას საბოლოო ჯამში ვნახავთ, როცა სასამართლო ბრალდებულებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

 



გაზეთი ,,რეზონანსი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42