33 მილიონი ლარი სტარტაპების მხარდასაჭერად - "სტარტაპერი“ ერთი წლის შედეგებს აჯამებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:52, 28 Feb, 2018     1181
33 მილიონი ლარი დამწყები ბიზნესების მხარდასაჭერად და პროგრამის მონაწილე 12 000 სტარტაპი - ასეთია თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის“ ერთწლიანი საქმიანობის შედეგები.

პროგრამა, რომელიც თიბისი ბანკმა ზუსტად ერთი წლის წინ დამწყები კომპანიების მხარდასაჭერად წამოიწყო, დღეს უკვე 12 000, სხვადასხვა მიმართულების სტარტაპს აერთიანებს. თიბისი იყო პირველი ბანკი საქართველოში, რომელმაც სტარტაპერებს სტარტაპსესხი და მათ საჭიროებებზე მორგებული არაფინანსური პროდუქტები შესთავაზა.

ერთი წლის განმავლობაში, „სტარტაპერის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და მასტერკლასებს 500-ზე მეტი დამწყები კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. მედიასა და სოციალურ ქსელში კი სტარტაპებზე 200-ზე მეტი სტატია, ბლოგი, სატელევიზიო რეპორტაჟი, ვიდეო, გიფი... მომზადდა.

დღეს პროგრამა „სტარტაპერი“ 4 ძირითად მიმართულებას აერთიანებს: საბანკო პროდუქტები, სტარტაპშეთავაზებები, სტარტაპგანათლება, მედიამხარდაჭერა. შეთავაზებული ფინანსური და არაფინანსური სერვისებით დამწყები კომპანიების წარმომადგენლებმა სხვადასხვა სექტორში მიაღწიეს წარმატებას. მათ შორისაა: სამშენებლო სექტორი, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება, ტრანსპორტირება, ლოჯისტიკა, ჯანდაცვა, ტექნოლოგიები, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სხვა.

პროგრამას ცოტა ხნის წინ კიდევ ორი ახალი პროდუქტი - სტარტაპ-აგროსესხი და სტარტაპსესხი სასტუმროებისთვის დაემატა და სტარტაპერებს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებითაც მიეცათ განვითარების შესაძლებლობა.

სხვადასხვა მსხვილ კომპანიასთან პარტნიორობის შედეგად „სტარტაპერმა“ შექმნა სპეციალური სტარტაპპროდუქტები, რომლებიც დამწყები კომპანიის წარმომადგენლებს მათთვის საჭირო რესურსებზე წვდომასა და ამ რესურსებზე მნიშვნელოვან ფასდაკლებას სთავაზობს. „სტარტაპერს“ 1 წლის განმავლობაში შემოუერთდნენ „სოკარი“, „ჯეოსელი“, „სიქლნეტი“ და „თიბისი დაზღვევა“. პარტნირობა უახლოეს მომავალში კიდევ არაერთ კომპანიასთან იგეგმება.

პროგრამის ყველა მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის“ ვებგვერდზე: www.startuperi.ge, სადაც ასევე განთავსებულია კატალოგი პროგრამაში მონაწილე სტარტაპების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42