როგორც ქვეყნის სასაზღვრო პოლიცია იტყობინება, ისინი მოლდოვის ტერიტორიაზე 84 კილოგრამი „ჰეროინის“ შეტანას ცდილობდნენ, რომელიც ხილითა და ბოსტნეულით სავსე სატვირთო ავტომობილში იყო დამალული.
პოლიციის ცნობით, ნარკოტიკების ღირებულება 5 მილიონ ევროს აღემატება.
პრესკონფერენციაზე პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მანქანა მოლდოვაში ბულგარეთისა და რუმინეთის გავლით თურქეთიდან შევიდა და ნიდერლანდებისა და გერმანიისკენ მიემართებოდა.
პოლიციის ცნობით, დილერები , თურქეთიდან და ირანიდან ევროკავშირის ქვეყნებში ჰეროინის ტრანსპორტირებას, მოლდოვის გავლით ახორციელებენ. ბოლო . ოთხი წლის განმავლობაში, აღნიშნული მარშრუტით გავლისას ევროპელმა სამართალდამცავებმა ერთ ტონაზე მეტი ანრკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.
მოლდოვის სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელის ფრედოლინ ლეცარინის თქმით, საგამოძიებო სამუშაოებმა რამდენიმე სასაზღვრო და სახმელეთო მარშრუტი დაადგინეს, რომლითაც, დამნაშავეები ნარკოტიკული საშუალებების ტრანსპორტირებას ევროკავშირის ქვეყნებში ახორციელებდნენ.
მათ შორის საუბარია ტვირთის საქართველოდან უკრაინის მიმართულებით გადატანაზე.
„პირველი მარშრუტია ავღანეთი-ირანი-თურქეთი-უკრაინა-მოლდოვა, ან ავღანეთი-ირანი-აზერბაიჯანი-საქართველო-უკრაინა-მოლდოვა. მეორე მარშრუტი - ავღანეთი-ირანი-თურქეთი-ბულგარეთი-რუმინეთი-მოლდოვა. ყველა შემთხვევაში, საბოლოო დანიშნულება ევროკავშირის ქვეყნები ნიდერლანდები ან გერმანიაა“- განახადა სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა.




მასალის გამოყენების პირობები






