თარიღის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა, 2015 წლის 27 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კრემლთან ახლოს ხიდზე ჩაცხრილეს. ცერემონია სიმბოლურად რუსი ოპოზიციონერის მკვლელობიდან სამი წლისთავზე ჩატარდა.
ღონისძიებას ამერიკელ კანონმდებლებთან ერთად რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები ესწრებოდნენ.
ერთი წლის წინ მოედნისთვის ნემცოვის სახელის მინიჭების ინიციატივით სენატორი მარკო რუბიო გამოვიდა.
რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი, 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. პოლიციამ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი 5 ადამიანი დააკავა. ერთერთმა ეჭვმიტანილმა, ზაურ დადაევმა აღიარებითი ჩვენებაც მისცა და განაცხდა, რომ ნემცოვი მუჰამედ წინასწარმეტყველის შესახებ ნეგატიური განცხადებების გაკეთებისა და "შარლი ებდო-ს" კარიკატურების მხარდაჭერის გამო მოკლა. მოგვიანებით, მან ჩვენება შეცვალა, დანაშაული უარყო და განაცხადა, რომ წინასწარ გამზადებულ ჩვენებაზე ხელის მოწერა აიძულეს.
2017 წლის ივნისში ნემცოვის მკვლელობაში ბრალდებულ 5 პირს პატიმრობა მიუსაჯეს.
ზაურ დადაევს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დანარჩენ ოთხ ბრალდებულს - ანზორ გუბაშევს, შადიდ გუბაშევს, ტემირლან ესკერხანოვსა და ჰაზმატ ბახაევს ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისთვის 11-იდან 19 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ.
თუმცა ნემცოვის შვილი საქმეს გახსნილად არ მიიჩნევს და ბორის ნემცოვის მკვლელობის შეკვეთაში ბრალს კრემლს სდებს.
მასალის გამოყენების პირობები






