კავშირი "დროა" საყოველთაო დაზღვევის პროცესის მონიტორინგს განახორციელებს
საზოგადოება - 14:26, 30 Jul, 2013     610

 

"1 ივლისიდან დაიწყო საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს საბაზისო სადაზღვევო პაკეტის გაზრდას და მოიცავს დაახლოებით 2 მილიონ ადამიანს, რომლებიც ან საერთოდ არ იყვნენ დაზღვეულები ან სარგებლობდნენ პირველი ეტაპით (28 თებერვლამდე).

საზოგადოებრივი კავშირი "დროა" მიესალმება მმართველი პოლიტიკური ძალის დაწყებულ რეფორმას ჯანდაცვის სისტემაში და მიიჩნევს, რომ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა. ჩვენი ორგანიზაცია მოხარულია, რომ საქართველო შეუერთდა იმ ქვეყანათა რიცხვს სადაც საყოველთაო დაზღვევა მოქმედებს, ვინაიდან ეს მოდელი დანერგილია თითქმის ყველა წამყვან ევროპულ ქვეყანაში და მიგვაჩნა, რომ ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციისკენ," - ნათქვამია "დროას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავდროულად, "დროა" მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, მიიღოს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციები და რეფორმის განხორციელების დროს ბრმად არ იქნას გადმოღებული მსოფლიოში არსებული მოდელები, გათვალისწინებული იქნეს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული და ეროვნული თავისებურებები.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ რეფორმის საწყის ეტაპზე გამოიკვეთა რამოდენიმე პრობლემა, რომლის სასწრაფო გადაწყვეტა აუცილებელია რეფორმების წარმატებულად დასრულებისათვის.

"ესენია:

 

1. სამედიცინო პერსონალის მიზერული ანაზღაურება და მისი აბსოლუტურად უუფლებო მდგომარეობა. საშიშია მშიერი მონა ექიმი, რომელიც ფიქრობს მხოლოდ საკუთარი ოჯახის გამოკვებაზე და არა პაციენტის ჯანმრთელობაზე.

 

2. სამედიცინო მომსახურების ხარისხი.ეს პრობლემაც პირდაპირ კავშირშია სამედიცინო პერსონალთან და მისი გადაჭრის ვალდებულება უნდა აიღოს თავის თავზე სახელმწიფომ უწყვეტი სამედიცინო განათლების დანერგვით. დღევანდელმა ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს წინა ხელისუფლების შეცდომა, რომელიც მოუწოდებდა ექიმებს ინტერნეტის საშუალებით გაეღრმავებინათ საკუთრი ცოდნა.

 

3.სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ მახინჯი სქემის ან გაუქმება ანდა რეგულაცია, რასაც ჰქვია სადაზღვეო კომპანიის, სამედიცინო დაწესებულების და სააფთიაქო ქსელის ერთი იურიდიული პირის საკუთრებაში არსებობა."

 

"დროა" მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, გაითვალისწინონ საზოგადოებაში არსებული შენიშვნები და კვლავაც განახორციელებს პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42