ვის არ უნდა გაეკაროთ - ყველაზე შეუფერებელი წყვილები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ეს საინტერესოა - 16:32, 27 Feb, 2018     19113

ოდესმე გქონიათ ურთიერთობა, როდესაც რაც არ უნდა გაგეკეთებინათ, მაინც არაფერი გამოვიდა და მიუხედავად სიყვარულისა, მაინც დაშორდით?

იმისთვის რომ ცუდი დასასრული თავიდან აიცილოთ, საჭიროა თავიდანვე გაარკვიოთ რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი არ უნდა შეგიყვარდეთ. თუ რა თქმა უნდა ასტროლოგიის ცოტათი მაინც გჯერათ.

ჰოროსკოპის თვალსაზრისით ყველაზე შეუფერებელი 12 წყვილი:

ვერძი და კურო

ვერძი უკიდურესად დამოუკიდებელია, კურო კი ჯიუტი, ამიტომ როდესაც პრობლემა იჩენს თავს, მისი გადაწყვეტა ძალიან უჭირთ. კუროს მუდმივად სურს იცოდეს, რა ეტაპზეა მათი ურთიერთობა, ეს დაკონკრეტება კი ძალიან აშფოთებს ვერძს. განშორებისას ვერძს სურს უბრალოდ წასვლა და დავიწყება, კუროს კი ყოველთვის განმარტებები სჭირდება.

კურო და მშვილდოსანი

კურო სურს დრო ოჯახურ გარემოში გაატაროს, მშვილსოსანს კი მუდამ თავგადასავლები სჭირდება. კურო უბრალოდ ვერ უძლებს მშვილდოსნის მოჭარბებულ ენერგიას, ეს უკანასკნელი ურთიერთობებს ჩვეულებისამებრ სერიოზულად არ უყურებს.

ტყუპები და თხის რქა

ეს კავშირი ნამდვილი კატასტროფაა. ტყუპებს ძალიან უყვართ მხიარულება და მუდმივი საუბრები. თხის რქა კი უკიდურესად შრომისმოყვარეა და თავისი ცხოვრების ყოველი დეტალის დაგეგმვას ცდილობს. თხის რქას არ ახასიათებს სპონტანურობა, რაც ძალიან მომაბეზრებელია ტყუპებისთვის.

კირჩხიბი და მერწყული

კირჩხიბი უფრო მეოჯახის ტიპაჟია, მერწყული კი თავისუფლებისმოყვარე. კირჩხიბს სურს იცოდეს და მუდმივად გრძნობდეს, რომ ის უყვართ, ამიტომ მას ყოველთვის აღიზიანებს მერწყულის მხრიდან წამოსული კრიტიკა და შეცდომებზე მითითება.

ლომი და მორიელი

მორიელი არ ადიდებს და კომპლიმენტებს არ ეუბნება ლომს, რომელსაც ეს სასიცოცხლოდ სჭირდება. ლომებს თავისი თავი საუკეთესოდ მიაჩნია, ეს კი არ აწყობს მორიელს, რომელიც როგორც წესი ძალიან ეჭვიანია.

ქალწული და მშვილდოსანი

არცერთი მათგანი სერიოზული ურთიერთობისკენ მიდრეკილი არაა. მშვილდოსანი ძალიან უზრუნველია (ქალწულის აზრით) და არ ფიქრობს მისი ქმედებები სხვის გრძნობებს როგორ დააზიანებს. მშვილდოსნის რამდენიმე დღიანი დაკარგვები ქალწულს არანორმალურად მიაჩნია.

სასწორი და ქალწული

ქალწული მიდრეკილია სასწორის კრიტიკისკენ, რაც ამ უკანასკნელს საკუთარ შესაძლებლობებში აეჭვებს. ქალწულს სურს მუდამ მართალი გამოვიდეს, ეს კი სასწორის ნერვებზე მოქმედებს.

მორიელი და ვერძი

ეს ძალიან ფეთქებადსაშიში და დაძაბული კავშირია, რომელიც მხოლოდ მაშინაა კარგი, თუ თქვენ შექსპირის პიესების პერსონაჟი ხართ და არა რეალური ცხოვრებისთვის. ორივე ძლიერი, თავისუფალი ნიშანია და ორივეს სურს რომ აბსოლუტური კონტროლი ქონდეს და მწვერვალზეც ზუსტად ის იყოს.

მშვილდოსანი და თხის რქა

მშვილდოსანი მუდმივად უსაყვედურებს თხის რქას, რომ ის მას საკმარის თავისუფლებას არ აძლევს, ამასთანავე მათ შორის ვნებაც მცირეა.

თევზები და ქალწული

თევზები - ყველაზე მეოცნებე და მგრძნობიარე ზოდიაქოს ნიშანია, ქალწული ყველაზე პრაქტიკული და მიწიერი. იმის მიუხედავად რომ საპირისპირო პოლუსები მიიზიდებიან, ამ შემთხვევაში ეს ინტერესთა კონფლიქტია. თევზები ქალწულს ბოლომდე არ კარგავს, და მათ შესაძლოა ხანგრძლივი სიყვარული არა , მაგრამ ხანგრძლივი მეგობრობა წარმატებით გამოუვიდეთ.

მერწყული და კურო

ამ ზოდიაქოს ნიშნებს არ შეიძლება ქონდეთ ნორმალური ურთიერთობა. კურო ჯიუტად მუდამ საკუთარ აზრზე იქნება, რაც დააფრთხობს მერწყულს. მერწყული ბოჰემური და უჩვეულოა, მაშინ როდესაც კურო მატერიალისტი და კონსერვატორია .

ტყუპები და კირჩხიბი

ეს კავშირი შესაძლოა შედგეს, თუ ორივე მათგანს კარგი იუმორის გრძნობა აქვს. ტყუპებს უყვართ ურთიერთობა და დასვენება, კირჩხიბს კი სახლში წყნარად ჯდომა. თუ ცოტა მეტ მოთმინებას და შემწყნარებლობას გამოიჩენთ, ყველაფერი შეიძლება გამოვიდეს. ეს ყველაზე ცუდი ვარიანტი არაა, თუმცა მასაც აქვს თავისი ნიუანსები





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42