რა უნდა გააკეთოთ და რას უნდა აარიდოთ თავი - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა - 10:31, 27 Feb, 2018     3947
"ეს 7 დღე ძალზე პროდუქტიული იქნება, საკმაოდ ბევრი საკითხის მოგვარებას შევძლებთ პირადშიც და საქმიან თემებშიც.
ამას ხელს იუპიტერს - პლუტონს და ვენერა/ მერკურის შეერთებებს შორის წარმოქმნილი ბისექსტილი შეუწყობს. მშვენიერი დროა უცხოელ პარტნიორებთან ბიზნეს-საკითხებზე მოსალაპარაკებლად, პროექტების განსახილველად, საჯარო გამოსვლებისთვის, პრეს- კონფერენციების გასამართავად...
ძალიან კარგი პერიოდია ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად, შესაძლოა ამ კვირაში ძალზე მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი ნაცნობობა გამოგიჩნდეთ, რომელთანაც ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება გახდება შესაძლებელი.
ასევე სრულიად არაა გამორიცხული ახალ რომანტიული ურთიერთობასაც ამ პერიოდში ჩაეყაროს ჩაეყაროს საფუძველი.

ეს კვირა დადებითი ტენდენციების სიუხვით გამოირჩევა. თუმცა არის კრიტიკული დღეებიც, რომელთაც სიფრთხილით გავლის აუცილებლობაზე ცოტა ქვევით ვისაუბრებ, მანამდე კი პოზიტივზე მოგახსენებთ:

27 თებერვალს თავის პიკს მიაღწევს ვენერასა და პლუტონს სექსტილი, რომლის წყალობითაც საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური მიზიდულობა ძალზე იზრდება, ურთიერთობები ძალზე ინტენსიური ხდება და ამავდროულად რომანტიულ შეფერილობასაც იძენს" - ამბობს ასტროლოგი ხათუნა ნოელი.


"მეორეს მხრივ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თევზების პერიოდს გავდივართ. რამაც ამ ურთიერთობებს დაფარული ხასიათი შეიძლება მისცეს. ზოგადად ფარული ურთიერთობები არც ღალატის თემას გამორიცხავენ და აქ პლუტონი უკვე ეჭვიანობის სცენებსაც შეიძლება მოასწავებდეს, თუმცა, ვინაიდან ასპექტს მაინც ჰარმონიული ხასიათი აქვს, იმედია, ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის.


ვენერა რომანტიული ურთიერთობების გარდა, ჩვენს ფინანსებსაც განკარგავს, ამიტომ მისი დადებითი ასპექტაცია ამ მხრივაც ძალზე სასარგებლოა. მითუმეტეს, რომ პლუტონთან მის კავშირი საკმაოდ მსხვილი ინვესტიციების გაკეთების საშუალებას იძლევა, საერთო ბიზნესისათვის სასარგებლო პარტნიორებთან კავშირიც ამ პერიოდში ძალზე ადვილად მყარდება. ოღონდ საამისოდ ერთი აუცილებელი პირობა იქნება საჭირო- პლუტონი ტრანსფორმაციების პლანეტაა , რაც გულისხმობს, რომ სასიკეთო ცვლილებების მისაღებად მოგვიწევს მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელოთ ჩვენს იქამდე არსებულ ხედვებში ფინანსებთან მიმართებით.


ამ ასპექტის ზეგავლენა განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის იქნება გამოკვეთილი, ვისაც ვენერა თევზების ზოდიაქოში ჰყავთ, აგრეთვე მათთვისაც ვისაც ეს პლანეტა წყლის სტიქიიის სხვა ნიშნებში- კირჩხიბში ან მორიელში გაქვთ განლაგებული.

28 თებერვალს მერკურისა და მარსის დაძაბული ასპექტი შედის პიკში, ამის მერე დაშლაზე წავა და ზეგავლენა ნაკლებად ექნება, მაგრამ 26-27 და 28 რიცხვებში სერიოზული პრობლემების მოტანა შეუძლია, რაც შესაძლოა კამათში, ჩხუბში, სიტყვიერ და ზოგ შემთხვევაში ფიზიკურ დაპირისპირებაშიც შეიძლება რომ გამოიხატოს. მარსი მშვილდოსნის ზონას გადის, ამიტომ ამ დაპირისპირებებს რელიგიური ან იდეოლოგიური ხასიათი შეიძლება რომ ჰქონდეს. უფრო გლობალური მასშტაბით, ეს ასპექტი საომარი მოქმედებების განახლებაზეც კი შეიძლება მიუთითებდეს იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც სწორედ რელიგიურ ან იდეოლოგიურ ნიადაგზე აქვთ კონფლიქტი.
ეს ასპექტი არც საგზაო შემთხვევების გაზრდილ ალბათობას გამორიცხავს, ამიტომ სჯობს ტრანსპოტრთან მიმართებაში მეტი სიფხიზლე გამოვიჩინოთ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. ვგულისხმობ იმას, რომ მერკური თევზებს გადის, და აკლოჰოლის თუ სხვა თრობის საშუალებების მიღება საჭესთან, სხვა დროს თუ მშვიდობიანად შეიძლებოდა დამთავრებულიყო, ახლა უსათუოდ პრობლემებს მოიტანს.


28 თებერვალს მერკურისა და ვენერას შეერთება შედის პიკში, და ამ მდგომარეობაში საკმაოდ დიდხანს 22 მარტამდე დარჩება. მთელი ეს პერიოდი შექმნის საკმაოდ ხელსაყრელ ფონს საკუთარი აზრის მოსაუბრესთან ლამაზად, დიპლომატიურად მიტანის საქმეში. კონტაქტები, მოლაპარაკებები, ურთიერთშეთანხმებები იოლად და ჰარმონიულად ეწყობა. თუმცა ამავდროულად არაა გამორიცხული არაკეთილსინდისიერმა ადამიანებმა სცადონ მეორე მხარის მოტყუება, იყავით ფხიზლად, ყურადღებით წაიკითხეთ ხელშეკრულებები პუნქტები, მათშორის წვრილი ფრიფტით დაწერილის წაკითხვასაც ნუ დაიზარებთ.


რაც შეეხება რომანტიულ ურთიერთობებს, ეს ასპექტი, როგორც ალბათ თავადაც ხვდებით გულის გადაშლას, სიყვარულში გამოტყდომას შეუწყობს ხელს. სასიკეთოდ წაადგებათ ეს პერიოდი ხელოვნების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს, რადგან მუზა ასეთ დროს უფრო მსუბუქი ფრთებით დაფრინავს და ძალზე საინტერესო შთაგონების წყაროებს აძლევს ადამიანებს. კარგი პერიოდია იმისთვისაც რომ ბუნებაში გახვიდეთ, თუ ამას ვერ ახერხებთ მაშინ ეწვიეთ მუზეუმებს, საგამოფენო გალერეებს, საკონცერტო დარბაზებს, დაესწარით პოეზიის საღამოს, ან რომელიმე ძველ ტაძარს ეწვიეთ და წინაპართა სულების საოხად სანთელი დაანთეთ. კარგი დროა ლოცვებისთვის, მედიტაციისთვის, ნებისმიერი სახის სულიერი პრაქტიკისთვის.


4 მარტს რამდენიმე დღით ადრე, კვირის დასაწყისში ჩართული მზისა და ნეპტუნის შეერთება მიაღწევს თავის პიკს. ეს გახლავთ სულიერების, განწმენდის, ღვთაებრივი შემოქმედებითობის, უმაღლესი სიყვარულის ასპექტი, მისი ზემოქმედებით ქალებს მეტი სინაზე და მისტიურობა დაეტყობათ, რაც საწინააღმდეგო სქესზე შესაბამისად იმოქმედებს. ეს ასპექტიც აძლიერებს იმ ჩვენებას, რომელსაც ვენერასა და პლუტონის სექსტილი იძლეოდა- ანუ ახალი რომანტიული ურთიერთობების გაბმის შანსი იმატებს... როგორც წესი, ამ პერიოდში დაწყებული ურთიერთობები იმითაც გამოირჩევა, რომ ხდება ხოლმე პარტნიორის გაიდეალება. თუმცა ცხადია გადაჭარბებული არაფერი ვარგა და ზომიერების გამოჩენა ყოველთვის უმჯობესია, რათა შემდგომ საკუთარი ილუზიების ტყვეობაში არ აღვმოჩვდეთ.


უნდა ითქვას, რომ ეს ცალსახად შესანიშნავი ასპექტია მათთვის, ვინც შემოქმედებით სამუშაოს ეწევა, მხატვრებს, მუსიკოსებს, მსახიობებს - აღმასვლის პერიოდი ეწყებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, ყველა დანარჩენებისთვისაც იზრდება საგნებისა და მოვლენების არსში ინტუიციური წვდომის უნარი, აგრეთვე პერსპექტიული ჭვრეტის უნარი. ამიტომ ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ შინაგან ხმას, რას გკარნახობთ, რისი გაკეთება იქნება უმჯობესი, და რაზე- თავის არიდება. ასეთ დღეებში არცთუ ისე იშვიათად გარემო სამყაროც გვაძლევს ხოლმე მინიშნებებს. ვთქვათ გხვდებათ ერთიდაიგივე ციფრი თვალში, ან რაღაც სხვა ნიშანი რომელიც უკვე მანამდე დაცდილი გაქვთ.


ამ კვირაში ასევე მარსის ტრინი ირთვება ურანთან, ის ნელ-ნელა აკრიფავს თავის ტემპებს და სრული დატვირთვით მხოლოდ მომავალი კვირიდან იმუშავებს" - ამბობს ასტროლოგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42