ფოტოები შესაძლო ქიმიურ შეტევის შედეგებს ასახავს. ჰოსპიტალში მიყვანილი ბავშვებიდან, ექიმებმა ერთის გადარჩენა ვერ მოახერხეს.
ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, აღმოსავლეთ გუთას დაბომბვის შემდეგ საავადმყოფოებში პაციენტები გადაიყვანეს, რომლებსაც ქიმიური შეტევის სიმპტომები აღენიშნებოდათ.









შეგახსენებთ, გასულ კვირას, სირიაში სამთავრობო ძალებმა ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი რაიონი დაბომბეს.
უფლებადამცველების თქმით, ავიადარტყმებს გუთაში 98 ადგილობრივი მაცხოვრებელი ემსხვერპლა, მათ შორის 20 ბავშვია. დაჭრილთა რიცხვი კი 500-ს აღწევს.
გაეროს უშიშროების საბჭომ ორი დღის წინ სირიაში 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო, თუმცა სამთავრობო ძალების ავიაცია აღმოსავლეთ გუთას ამ დრომდე უტევს. ერთკვირიანი იერიშების შედეგად რეგიონში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






