გასული წლის დეკემბერში სტარმა დუნდულების გაზრდის მიზნით ოპერაცია გაიკეთა და სხეულში 650 კუბური სანტიმეტრი მოცულობის იმპლანტი შეიყვანა, ორჯერ მეტი ვიდრე მას სპეციალისტეი ურჩევდნენ. ამასთანავე მან ოპერაციამდე 25 კგ-ც მოიმატა, რომ ექიმებს შეძლებოდათ ზედმეტი ცხიმი სხეულის სხვა ნაწილებიდან დუნდულებში გადაეტანათ.
ოპერაციიდან ერთი თვის შემდეგ სტარი მიხვდა, რომ ძალიან დიდი იმპლანტები შეარჩია. მისი თქმით, ის ვერ მიეჩვია უცნაურ გრძნობას, როდესაც დაჯდომის დროს იჩენს თავს.
„ვგრძნობ, როგორ მოძრაობენ. მიუხედავად იმისა რომ გარეგნულად მომწონს, მინდა ისინი მოვიშორო“- განაცხადა სტარმა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში სტარ დელგაიდისმა ათეულობით პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, მათ შორის მკერდის კორექცია 4-ჯერ, რინოპლასტიკაც 4-ჯერ, ხოლო ლიპოსაქცია 5-ჯერ. დუნდულების ოპერაციის წარუმატებელი გამოცდილების შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ პლასტიკური ოპერაციებისგან თავი შეიკავოს.
„მე ჩემს გარეგნობას ბოტოქსებით და ფილერებით გავიუმჯობესებ, აღარავითარი სილიკონი.“- აცხადებს ის.




მასალის გამოყენების პირობები






