თუ თქვენ გტკივათ სხეულის რომელიმე ნაწილი და ამის მიზეზი რაიმე დაავადება ან ტრავმა არაა, მაშინ ეს თქვენი ორგანიზმის ფსიქოსომატური რეაქციაა იმაზე, რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება.
თავის ტკივილი
ამ ტკივილის მიზეზი მუდმივი სტრესი და დაღლილობაა.
კისერი
ადამიანს, რომელიც თავისთავს რაიმეს ვერ პატიობს, ხშირად აწუხებს კისრის მიდამოში ტკივილი.
მხრების ტკივილი
მხრების ტკივილი იმ ადამიანებს აწუხებთ, რომლებსაც საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა აქვთ აღებული და ბევრ ადამიანზე ზრუნავენ.
ზურგის ზედა ნაწილის ტკივილი
ეს ნაწილი სიყვარულზეა პასუხისმგებელი, თუ ადამიანს ამ მიდამოში ტკივილი აწუხებს, მაშინ მის მიერ გაცემულ და მიღებულ სიყვარულს შორის წონასწორობა დარღვეულია.
წელი
ხერხემლის ქვედა ნაწილში ტკივილი იმის მანიშნებელია, რომ ადამიანი თავისი მატერიალური მდგომარეობით უკმაყოფილოა.
იდაყვები
იდაყვების ტკივილი იმის გამოხატულებაა, რომ ადამიანი ზომაზე მეტად მკაცრია გარესამყაროს მიმართ.
ხელის მტევნები
ხელის მტევნების ტკივილი ადამიანებთან ურთიერთობის სიმცირეს ან სიჭარბეს მიანიშნებს.
თეძოები
თეძოები პასუხისმგებელია წინსვლაზე. ამიტომ მისი ტკივილი მიანიშნებს იმას, რომ ადამიანს მომავლის ეშინია.
მუხლები
მუხლების ტკივილი მიანიშნებს თვითშეფასებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
წვივები
წვივების ტკივილი მიანიშნებს წყენასა და ეჭვიანობაზე.
კოჭები
ტკივილი ამ არეში იმის მანიშნებელია, რომ ადამიანს არ შეუძლია მოეშვას და მომენტით დატკბეს.
ტერფები
თუ ადამიანს ტერფები ტკივა, ესე იგი ის ჩაციკლულია ნეგატივზე და პრობლემებს იმაზე მეტ ყურადღებას უთმობს ვიდრე საჭიროა.
მასალის გამოყენების პირობები