ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც 19 წლის კიმი სამოგზაუროდ გაემგზავრა. კალიფორნიაში კი მისი მომავალი ქმარი რობეტო გაიცნო. გაცნობისთანავე მათ შორის გრძნობა გაჩნდა, რომელსაც კიმი ქაღალდის ხელსახოცებზე სასაცილო ნახატებით გამოხატავდა.
„მე პატარა ნახატებს ვაკეთებდი, იმისთვის, რომ გამომეხატა, რას ვგრძნობდი... თავიდან გოგონას ვტახავდი, რომელიც მე ვიყავი და რომელიც, ფანტასტიურ გრძნობებს განიცდიდა. შემდეგ კი ბიჭის ხატვაც დავიწყე, რომელიც ამ გრძნობების მიზეზი იყო“ - ამბობს კიმი.

კიმინ და რობერტო მალე დაქორწინდნენ. ჯვარი ახალ ზელანდიაში დაიაწერეს, იმ ეკლესიაში, სადაც კიმის მშობლებმა იქორწინეს. კიმს ულამაზესი გვირგვინი ამშვენებდა, რომელიც შემდეგ მისი კომიქსის გმირზეც დახატა.

ერთ-ერთ ინტერვიუში კიმი იხსენებს: „ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. მაშინ, როდესაც რობერტომ ხელი მთხოვა, დავთანხმდი და ვუთხარი - „რაც უნდა მოხდეს, ჩემზე ადრე არ მოკვდე.“ მას გაეცინა და დამპირდა, რომ შეეცდებოდა.“
რობერტოს ძალიან მოსწონდა ცოლის ნახატები და გადაწყვიტ ამისი პროდიუსერი გამხდარიყო. 1970 წლის 5 იანვარს Love is კომიქსების პირველი სერია გამოვიდა.
თავიდან, გოგონასა და ბიჭს სახელები არ ჰქონდათ, თუმცა მომდევნო სიუჟეტებში მათი სახელებიც გამოჩნდა. 1971 წელს გამოჩნდა ერთი ნახატი, რომელზეც გოგონა ქვიშაზე ასო R- ს წერს - რობერტოს სახელის პირველ ასოს. 1974 წელს კომიქსების გმირი ბიჭი გოგონას კიმით მიმართავს.
კომიქსებში წყვილს შვილები ჰყავდათ: ბიჭი და გოგო.
კიმსა და რობერტოსაც ორი შვილი ჰყავდა, ორი ბიჭი - სტეფანო და დარიო. მოგვიანებით ოჯახი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად, Love is -ის პოპულარულობა კი უფრო და უფრო იზრდებოდა.
მათ ოჯახური ბიზნესი ჩამოაყალიბეს - კორპორაცია Minikim.

თუმცა, წყვილის ბედნიერი ცხოვრება რობერტოს ავადმყოფობამ დაანგრია: 1975 წელს მას სათესლე ჯირკვების კიბო დაუდგინდა, ბოლო სტადიის. რობერტოს მძიმე მდგომარეობის გამო, კიმმა კომიქსებზე მუშაობა შეწყვიტა და მთელი დრო საყვარელ ადამიანს მიუძღვნა. კომიქსების მართვის საქმე კი ინგლისელ ანიმატორს ბილ ესპრის გადააბარა , რომელმაც კომიქსებს სიახლე შესძინა და პირველი ფერადი კომიქსებიც მაშინ გამოვიდა - წყვილი იგივე იყო, სიუჟეტების ხაზიც უცვლელი, მათ უბრალოდ ტანისამოსი ეცვათ.
„მომდევნო წელი მედიკამენტების ძიებაში გავატარე, ვცდილობდი, რობერტო ნეგატიური ინფორმაციისგან დამეცვა.
მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან ცუდად იყო, ხშირად ვსაუბრობდით მესამე ბავშვზე. საშობაო საჩუქრებზე საუბრისას კი ვუთხარი, რომ არ მსურდა ბრილიანტის ბეჭედი, მე კიდევ ერთი ბავშვი მინდოდა“ - იხსენებს წყვილი.
მისი თქმით, ისინი შეთანხმდნენ, რომ რობერტოს სპერმას გაყინავდნენ, იმ შემთხვევისთვის თუკი კიმი ვერ დაორსულდებოდა.
რობერტო 1976 წელს 31 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომიქსებში კი მხოლოდ გოგონა დარჩა, გოგონა , რომელიც საფლავს ეხუტება.
კიმს არ დავიწყებია მათი ოცნება. რობერტოს გარდაცვალებიდან 16 თვის შემდეგ კი გაყინული სპერმის წყალობით, მან მესამე ბიჭი გააჩინა საყვარელი ქმრისგან.
კიმმა ცხოვრება სამ შვილთან და კომიქსებთან ერთად განაგრძო.
55 წლის ასაკში კი ის ძვლისა და ღვიძლის კიბოსგან გარდაიცვალა.
ოჯახური ბიზნესი კი მისმა უფროსმა შვილმა სტეფანომ ჩაიბარა. ახლა Love is ისტორიებს ბილი ხატავს, თუმცა კომიქსებს კვლავ კიმის ხელმოწერა აქვს ბოლოში, მიუხედავად იმისა, რომ ის ცოცხალი აღარ არის.
კიმი და რობერტო ახალგაზრდობაში:

მასალის გამოყენების პირობები






