საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო გაიხსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 11:37, 26 Feb, 2018     1495
თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით, საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო „მზა ჩითილი“ გაიხსნა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით და დანადგარებით არის აღჭურვილი. კომპანია ფერმერებს შესაძლებლობას მისცემს, დიდი რაოდენობის მოსავალი მიიღონ ნაკლები დანახარჯებით.

სათბურში, რომელიც მარნეულში, სოფელ აზიზქენდში 1.1 ჰექტარზეა განთავსებული, ბოსტნეულისა და ყვავილების ჩვეულებრივი და დამყნობილი ჩითილების წარმოება მოხდება. სეზონის განმავლობაში 7 მლნ, წლიურად კი 30 მლნ ჩითილის გამოყვანა იგეგმება. ანალოგიური საწარმო საქართველოში დღემდე არ არსებობდა და ქართველ მეწარმეებს მსგავსი ჩითილების შეძენა საზღვარგარეთ უწევდათ.

კომპანიამ სასათბურე კონსტრუქციისა და ჩითილების დასარგავი დანადგარების შეძენა თიბისი ლიზინგის ფინანსური მხარდაჭერით შეძლო. დაფინანსების ჯამურმა თანხამ 1მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო გაიხსნა. ჩვენი მიზანია, მუდმივად დავნერგოთ უხლესი ტექნოლოგიები და ქართველ ფერმერებს მოსავლის მიღების პროცესი გავუმარტივოთ. დღეიდან უკვე შესაძლებელია დიდი რაოდენობის, ჯანსაღი და ხარისხიანი მოსავლის მიღება მინიმალური დანახარჯით.“, -აცხადებს კომპანია „მზა ჩითილის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი, გიორგი გაბუნია.

„თიბისი ლიზინგი N1 სალიზინგო კომპანიაა საქართველოს ბაზარზე. კომპანია აქტიურად აფინანსებს თანამედროვე ტექნოლოგიებს თუ სხვა ძირითად საშუალებებს, რაც ბიზნესსექტორს განვითარებისთვის ესაჭიროება. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია იმ კომპანიებს გავუმარტივოთ ინვესტიციის პროცესი, რომლებიც სოფლის მეურნეობის სფეროში ოპერირებენ. მოხარული ვართ, რომ თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით საქართველოში ჩითილების პირველი საწარმო იფუნქციონირებს“, - განაცხადა თიბისი ლიზინგის დირექტორის მოადგილემ, ნატო ტორონჯაძემ.

,,მზა ჩითილი“ კომპანია WG Techno - წყლისა და გაზის ტექნოლოგიების მიერ დაფუძნდა, რომელიც თანამედროვე სარწყავი სისტემების პირველი და ყველაზე დიდი მიმწოდებელია საქართველოში. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე:www.mzachitili.ge






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42