იერუსალიმში მაცხოვრის საფლავი პროტესტის ნიშნად დაიკეტა
მსოფლიო - 17:45, 25 Feb, 2018     10268

ყველა ქრისტიანული კონფესიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე - მაცხოვრის საფლავი და მასზე მდებარე ტაძარი პროტესტის ნიშნად დაიხურა.

პროტესტის მიზეზი იერუსალიმის მერიისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების გეგმებია, რომლის თანახმადაც კომპლექსს, შესაძლოა, მუნიციპალური გადასახადი დაეკისროს.

კონფესიების წარმომადგენლები, რომლებიც მაცხოვრის საფალვის ერთობლივ მართვას ახორციელებენ, აცხადებენ, რომ ეს არსებული "სატუს-კვოს" დარღვევაა. მათი თქმით იერუსალიმის ხელისუფლება აპირებს დაუწესოს გადასახადი ყველა სახის უძრავ ქონებას, გარდა უშუალოდ ტაძრისა.

"წმინდა მიწაზე ქრისტიანებზე სისტემატიური და უპრეცედენტო ზეწოლა ხორციელდება, რაც არღვევს საბაზისო და სუვერენულ უფლებებს, რომელიც ანტიკური ხანიდან გაგვაჩნია. რაც აზიანებს იმ ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს, რომელიც იერუსალიმის ქრისტიანულ თემსა და ადგილობრივ ხელისუფელბას შორის არსებობდა," - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მაღთლმადიდებელი პატრიარქი, კათოლიკური ეკლესიის კუსტოსი (კურატორი) და სომხური ეკლესიის პატრიარქი აწერენ ხელს.

ჯერჯერობით უცნობია, როდემდე იქნება მაცხოვრის საფლავი დაკეტილი მნახველებისა და მრევლისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42