NASA-მ გამოუშვა დისკი, რომელზეც 1977 წელს კოსმოსში გაგზავნილი "დედამიწის ხმებია" ჩაწერილი
მსოფლიო - 15:55, 24 Feb, 2018     3445

23 თებერვალს, გამოვიდა ე.წ. "ვოიაჯერის ოქროს დისკი", რომელშიც ჩაწერილია 1977 NASA-ს მიერ კოსმოსურ ხომალდ "ვოიაჯერ 1"-სა და "ვოიაჯერ 2"-ის მეშვეობით მზის სიტემის მიღმა გაგზავნილი აუდიომასალა.

პროგრამა Voyager იყო ამერიკული სამეცნიერო პროგრამა, რომლის საფუძველზეც 1977 წელს NASA-მ კოსმოსში გაუშვა ორი იდენტური ავტომატური კოსმოსური ზონდი ვოიაჯერ 1 და ვოიაჯერ 2 მზის სისტემის მიღმა მდებარე სივრცის შესწავლის მიზნით.

2012 წლის 25 აგვისტოს „ვოიაჯერ 1“ ადამიანის მიერ შექმნილი პირველი მოწყობილობა გახდა, რომელიც მზის სისტემას გასცდა. რობოტები აღჭურვილნი არიან მრავალი სამეცნიერო ინსრუმენტით, ფოტო და რადიო დანადგარებით, ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სპექტომეტრებით და სხვა მრავალი მოწყობილობით. „ვოიაჯერების“ მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი ინფორმაციით ბევრი ახალი აღმოჩენა მოხდა და ნათელი მოეფინა ბევრ კითხვას.

ორივე ზონდზე მიმაგრებულია ოქროს ფირფიტა, რომელზეც ჩაწერილია დედამიწის სურათები, ვულკანის ამოფრქვევის, წვიმის, ელჭექის, გულისცემისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების ხმები. ასევე ხმები, რომელსაც დედამიწის ბინადარი ცხოველები გამოსცემენ. აქვე ჩაწერილია მისალმება 58 ენაზე, მათ შორის ლათინურ და არამეულ ენებზე. მრავალი ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების კოლექცია და დედამიწის სხვადასხვა კულტურათა ხალხური სიმღერები — მათ შორის ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“. ფირფიტის მეორე მხარეს ამოტვიფრულია კოსმოსური რუკა დედამიწის მდებარეობის ზუსტი კოორდინატებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42