BBC-იმ გამოაქვეყნა ინტერვიუ მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის ყოფილ ხელმძღვანელთან გრიგორი როდჩენკოვთან, რომელიც რუსი სპორტსმენების მიერ აკრძალული პრეპარატების გამოყენების საქმეში მთავარი მოწმეა.
რადჩენკოვი ამჟამად "მოწმეთა დაცვის პროგრამის" ქვეშაა. მას სასტიკად ეკრძალება საკუთარი ადგილსამყოფელის გამხელა და სახის ჩვენება, რადგან მასზე შესაძლოა რუსეთის აგენტებმა თავდასხმა მოაწყონ.
ეს პირველი ინტერვიუა, მას შემდეგ, რაც როდჩენკოვი მოსკოვიდან გაიქცა.
როდჩენკოვის განცხადებით, დოპინგს არამარტო რუსი სპორტსმენები იყენებენ და ამისგამო, სპორტი დაღუპვის პირასაა მისული. აუცილებელია მსოფლიოს ყველა საერთაშორისო სპორტულმა ორგანიზაციამ, ოლიმპიურმა მოძრაობამ და სხვადასხვა სპორტულმა ფედერაციებმა კატეგორიული და ფართომასშტაბიანი ზომები მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში სპორტულ შეჯიბრს აზრი ეკარგება.

იგი აცხადებს, რომ მას აუცილებლად სიკვდილი ელოდდა, რუსეთიდან რომ არ გაქცეულიყო, რადგან დოპინგის გამოყენებას რუსეთში უმაღლესი სახელისუფლო ეშელონები კურირებდნენ. ამან ფართო მასშტაბები განსაკუთრებით ლონდონისა და სოჭის ოლიმპიადების დროს მიიღო.
როდჩენკოვი აცხადებს, რომ 2014 წელს, სოჭში, რუსი სპორტსმენების მიერ ჩაბარებული ანალიზები მომენტალურად იცვლებოდა წინასწარ მომზადებული "სუფთა" ანალიზებით.
ამისთვის, ანტისადოპინგო ლაბრატორიაში სპეციალური ფარული ნახვრეტი იყო გაკეთებული.
როდცენკოვი პირდაპირ აცხადებს, რომ დოპინგის გამოყენების შესახებ ინფორმაცია პირადად პრეზიდენტმა პუტინმა და სპორტის მინისტრმა მუტკომ იცოდა.
"მე ბრძანებებს ვასრულებდი. ეს "გუნდური სანუშაო" იყო. როდესაც კოორდინაცია იყო საჭირო, საქმეში ФСБ ერთვებოდა. მუტკომ ყველაფერი იცოდა და ამის შესახებ პუტინს აყენებდა საქმის კურსში. პუტინი ყველაფერს უარყოფს, თუმცა ეს ხომ მისი ჩვეული მეთოდია," - აცხადებს რადჩენკოვი.
მასალის გამოყენების პირობები






