იმიტირებული კინოჩვენება - ამ ფორმით დროა აპროტესტებს განვლილი 10 თვის განმავლობაში პროკურატურის მიერ განხორციელებულ შერჩევით სამართალს, რაც გამოიხატება კონკრეტულ ფაქტებში: დაწყებული ვლადიმერ ბედუკაძით გაგრძელებული თენგიზ გუნავას საქმით და დამთავრებული ხვედელიძით.
"10 თვის განმავლობაში ხელისუფლება და პროკურატურა დაკავებულუია მძაფრსიუჟეტიანი ტრაგიკომედიების დადგმით მაშინ, როდესაც საზოგადოების წინაშე აბსოლუტურად სხვა ყოფითი პრობლემები დგას და ეს ხელისუფლებისთვის მეასე ხარისხოვანია. ფაქტია, 10 თვის განმავლობაში ვნახეთ უამრავი დაჭერა კანონიერი თუ უკანონო ცემა-ტყეპა, დაპირისპირება ადამიანებს შორის ეთნიკურ ნიადაგზე, კონფლიქტის გაღვივება და უამრავი ძალადობრივი ქმედება, მაგრამ არ გვინახავს და არ გაგვიგია ქვეყნის მომავლის და განვითარების შესახებ არაფერი. ამ ფორმით გვინდა მოვუწოდოთ პროკურატურას, დაკავდეს სერიოზული საქმით და მოიხსნას კინოსტუდიის იმიჯი. წარმოდგენები ვჭამოთ?"- აცხადებენ აქციის მონაწილეები.


მასალის გამოყენების პირობები






