უკრაინელი ექსპერტი და პოლიტოლოგი ვიქტორ ნაბოჟენკო აცხადებს, რომ სააკაშვილმა შესძლო პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის "სასიკვდილო დარტყმა" მიეყენებინა.
იგი აცხადებს, რომ სააკაშვილი სამუდამოდ არ გაფრენილა უკრაინიდან, არამედ მისი დაბრუნება უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი.
"მან შესძლო "სასიკვდილო დარტყმა" მიეყენებინა პოროშენკოსთვის. პარლამენტის 150 წევრიდან, პოროშენკო-სააკაშვილის კონფლიქტის დროს, პეტრო ალექსის ძის დასაცავად არავინ გამოსულა, ხოლო ქუცებში მხოლოდ დაფინანსებული "პოროხობოტები გამოვიდნენ და პლიუს - ძალოვნები, რომლებიც საკმაოდ მძიმე სამუშაოს ასრულებდნენ. მართალია სააკაშვილმა თავისთვის რეზულტატს ვერ მიაღწია, მაგრამ შესძლო და კვლავაც აგრძელებს პოროშენკოს დასუსტებას, აჩვენებს, რომ მას პოლიტიკური მხარდაჭერა არ გააჩნია. ეს არ არის ძალიან კარგი სააკაშვილისთვის, მაგრამ ძალიან ცუდია პოროშენკოსათვის. მიზეზები, რომელმაც სააკაშვილის ფიგურის ირგვლივ საპროტესტო მუხტის გაზრდა გამოიწვია კვლავ დარჩა. ამიტომაც, სააკაშვილის ნაცვლად აქ სხვა ადამიანები გამოჩნდებიან, რადგან ხელისუფლებასა და ხალხს შორის კონფლიქტი ძალიან სერიოზულია და პრეზიდენტი არაფერს აკეთებს, რომ ეს ჩააქროს.
გაზაფხულზე, როდესაც ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად მოულოდნელად, სტუდენტური მოძრაობა აგორდება (და ეს აუცილებლად მოხდება), სააკაშვილი შესაძლოა კვლავ გამოჩნდეს უკრაინაში და მიტინგები გაგრძელდება. ვიმეორებ, სააკაშვილის მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკური გავლენის დასუსტებაშია, რაც ასევე აწყობს საპარლამენტო ოპოზიციას," - აცხადებს პოლიტოლოგი.
მასალის გამოყენების პირობები






