უკრაინის მესამე პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო აცხადებს, რომ ევროპაში დღეს ექვსი სამხედრო კონფლიქტია და ყველა მათგანში აგრესორი რუსეთია. მისი თქმით, ევროპას ასეთი კონფლიქტების მოგვარების პრაქტიკა არ აქვს, ამიტომაც ისინი უკვე თითქმის მეოთხედი საუკუნეა გრძელდება.
"უსაფრთხოების კუთხით, ასეთი სიტუაცია აღმოსავლეთ ევროპაში 50 წელია არ ყოფილა. აღმოსავლეთ ევროპაში ექვსი მიმდინარე სამხედრო კონფლიქტია, მათგან ერთი ჩვენთან. ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ეს შიდანაციონალური კონფლიქტია, მერე მათ რეგიონალურ კონფლიქტებს უწოდებენ. მოდით გავაანალიზოთ: მთიანი ყარაბახიდან დაწყებული, მთელი სამხრეთ ევროპის გავლით და დონბასით დამთავრებული - ყველა მთგანში აგრესორი და ოკუპანტი რუსეთია. ისმის კითხვა, რატომ ვუწოდებთ მათ უკრაინულს, ქართულს, მოლდავურს? აქ ხომ ორ იდეოლოგიასა და პოლიტიკურ კურსს შორის არის კონფლიქტი? ახლა უკრაინის ჯერიც დადგა. ჩვენ ბოლო ოთხი წელია ვიტანჯებით. არადა ეს 24-ე ომია, რომელსაც უკრაინა რუსეთთან აწარმოებს," - აცხადებს იუსჩენკო.
მან არსებული ვითარება 1938 წელს, მეოპრე მსოფლიო ომის დაწყებას, შეადარა.
"მაშინ ევროპის რამდენიმე წამყვანმა ქვეყანამ წელიწადნახევრის განმავლობაში შეიარაღებაში "შერიგების პოლიტიკა" აიღო. და ამ წელიწადნახევრის შემდეგ თითქმის მთელი ევროპა ოკუპირებული იყო ჰიტლერის მიერ, ხოლო დარჩენილი ნაწილი - მის სატელიტად გადაიქცა," - აცხადებს უკრაინის მესამე პრეზიდენტი.
მასალის გამოყენების პირობები






