"თუ ვინმე გეია, ღმერთს ეძებს და კეთილი ზრახვები აქვს, მე ვინ ვარ და რა უფლება მაქვს, განვსაჯო?", - განაცხადა რომის პაპმა პრესკონფერენციაზე. მანვე დააზუსტა, რომ ეკლესიური კანონების მიხედვით, ორიენტაცია არ ითვლება ცოდვად, განსხვავებით ჰომოსექსუალური კონტაქტებისა.
შეგახსენებთ, რომ მისი წინამორბედი ბენედიქტ მე-16 არაერთხელ გამოსულა საჯაროდ იმ მღვდელმსახურების წინააღმდეგ, რომელთა ორიენტაციის გამოც ეჭვები არსებობდა.
ვატიკანის მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ საეკლესიო საქმეებში ქალების მონაწილეობის უფრო მეტად გაფართოება სურს, თუმცა, მღვდელმსახურად გახდომის აკრძალვა ქალებისთვის ისევ ძალაში დარჩება.
პრესკონფერენცია ჩატარდა რომის პაპ ფრანცისკეს თვითმფრინავში, ბრაზილიიდან გამოფრენის შემდეგ, სადაც ვატიკანის მეთაურს ერთკვირიანი ვიზიტი და დაახლოებით 3 მილიონიანი აუდიტორიის წინაშე შთამბეჭდავი ქადაგება ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები






