როგორ შევარჩიოთ ონლაინ გადახდის სისტემა
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:39, 23 Feb, 2018     1756
ონლაინ გადახდის სისტემა ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად ემსახურება მომხმარებელს. მოძველებული გადახდის მეთოდებისგან განსხვავებით, საზოგადოებას არ უწევს ჩასარიცხ აპარატებთან გრძელ რიგებში დგომა. ხშირია შემთხვევები, როდესაც აპარატები დროებით გამორთულია ტექნიკური შეფერხების გამო. მომხმარებლებისთვის, რომლებიც ჩარიცხვის ვადის ბოლო წუთებში იყენებენ აპარატებს, გადამწყვეტია სისტემის გამართული მუშაობა. შეფერხების გამო კი შესაძლოა მათ დაეკისროთ ჯარიმა და შეექმნათ სხვადასხვა სახის პრობლემები. ონლაინ გადახდების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ამგვარი გადაცილებების თავიდან აცილებაა. ინტერნეტის მეშვეობით, ნებისმიერი ადგილიდან შესაძლებელია ნებისმიერი გადასახადის გადახდა, ბალანსის შევსება, ტოტალიზატორის ანგარიშზე თანხის შეტანა და ა.შ.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს გამართული ონლაინ გადახდის სისტემა? მომხმარებლის იმ ნაწილისთვის, რომლებიც ნაკლებად ფლობენ კომპიუტერულ უნარებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მარტივ მენიუს. თუ ონლაინ გადახდის სისტემას აქვს რთული და გადატვირთული მენიუ, მომხმარებელი დაიბნევა, ვერ გაერკვევა და საბოლოო ჯამში, ვერ ისარგებლებს კონკრეტული სისტემით.

სანდოობა

როდესაც მომხმარებელი ირჩევს ონლაინ გადახდის სისტემას, მისთვის პრიორიტეტია შესრულებული ტრანზაქციის უსაფრთხოება. ნებისმიერი მონაცემი უნდა იყოს დაცული და არ უნდა არსებობდეს გასაჯაროების საფრთხე. სანდოა სისტემა, როდესაც ჩარიცხული თანხა ზუსტი ოდენობით აისახება ანგარიშზე, უმოკლეს დროში. სანდოობა ის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, რის მიხედვითაც მომხმარებელი ირჩევს და უპირატესობას ანიჭებს კონკრეტულ ონლაინ გადახდის საიტს.

მარტივი და მოსახერხებელი დიზაინი

ონლაინ გადახდების საიტის გადატვირთული დიზაინი დამაბნეველი და ნეგატიურია. მოსახერხებელი და სასიამოვნო ვიზუალი ზრდის მომხმარებლის რიცხვსა და პოზიტიურ გამოცდილებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც შედარებით ნაკლებად ერკვევა კომპიუტერულ და ინტერნეტ მომსახურებაში. სასიამოვნო ფერები და მოსახერხებელი მენიუ ამარტივებს საიტზე ნავიგაციას.

მრავალფეროვანი ფუნქციები

ფუნქციების ფართო არჩევანი, ონლაინ გადახდებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ისეთ ვებ-გვერდს, სადაც ერთდროულად რამდენიმე სახის ონლაინ გადახდაა შესაძლებელი. მაგალითად: სისტემას, რომელსაც მობილურის ბალანსის შევსების პარალელურად აქვს პატრულის ჯარიმის გადახდის ფუნქცია, მეტად მოსახერხებელია. ერთ სივრცეში მოქცეული განსხვავებული მომსახურება უკეთ ერგება მომხმარებლის სურვილებს.

Gadaixade.ge ინტერნეტ გადახდების ისეთი სისტემაა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმს. სწრაფი, მოსახერხებელი და მრავალფუნქციური საიტი 24 საათის განმავლობაში ემსახურება მომხმარებელს. Gadaixade.ge-ზე განხორციელებული ტრანზაქციები მაქიმალურად დაცული, უსაფრთხო და კონფიდენციალურია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42