ამის შესახებ მათ "ინტერპრესნიუსს განუცხადეს და აღნიშნეს, რომ დიალიზის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თვის განმავლობაში 13 დიალიზი მიეწოდებათ, თუმცა არის შემთხვევა, როდესაც თვეში დიალიზის 14 გადასხმაც უწევთ. ასეთი შემთხვევა წელიწადში რამდენჯერმეა, კანონით კი თვეში დიალიზის 13 გადასხმაზე მეტი დაუშვებელია.
დიალიზდამოკიდებულები აცხადებენ, რომ პროგრამაში აღნიშნული ლიმიტი წინა ხელისუფლების მიერ გასულ წელს დაკანონდა. ახალი ხელისუფლების პირობებში კი პირველად ხდება, როცა დიალიზდამოკიდებულებს 31 ივლისს, მე-14 დიალიზს არ გადაუსხამენ. კლინიკაში 300-მდე დიალიზდამოკიდებული პაციენტია. პროგრამაში კი 15 დაწესებულებაა ჩართული და ყველას ანალოგიური პრობლემები ექმნება. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სამინისტროში ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების გადახედვა მიდის, მათ შორის, დიალიზის პროგრამის:
"არსებული ფინანსური რესურსების ფარგლებში, დარგის ექსპერტებთან ერთად დამატებითი სეანსების შესაძლებლეობას განვიხილავთ და დიალიზის პროგრამის საბოლოო დიზაინი აგვისტოს ბოლოს ცნობილი იქნება", - უთხრეს სამინისტროში "ინტერპრესნიუსს".
მასალის გამოყენების პირობები






