New Balance-ისა და Under Armour-ის ტანსაცმელს საქართველოში შეკერავენ
ბიზნესი & ეკონომიკა - 19:56, 22 Feb, 2018     2162

ვიმედოვნებთ, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნით უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ საქართველოში, - ამის შესახებ ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმოს გახსნაზე მყოფმა Nike Ema-ს რეგიონალურმა დირექტორმა კანერ სოიტასმა განაცხადა.

მისი თქმით, უკვე ხუთ წელზე მეტია Nike Ema საქართველოში მუშაობს და წლიდან წლამდე ზრდის ბიზნესს.

„ ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ვართ. ჩვენ უკვე ხუთი წელზე მეტია ვმუშაობთ საქართველოში. თავდაპირველად, ჩვენ მცირე წარმოებით დავიწყეთ, თუმცა წლიდან წლამდე ვზრდით ჩვენს ბიზნესს „აჭარა ტექსტილთან“ ერთად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა „აჭარა ტექსტილს“ და საქართველოს მთავრობას მხარდაჭერისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ახალი საწარმოს გახსნით უფრო მეტი შესაძლებლობა მოგვეცემა, კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ თქვენს ქვეყანაში“, - განაცხა კანერ სოიტასმა.

ფოთში დღეს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით, „აჭარა ტექსტილის“ ახალი თანამედროვე საწარმო გაიხსნა, სადაც 3 ათასი ადამიანი დასაქმდება.

„აჭარა ტექსტილი“ თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Puma, Lotto, Erima. ახალი საწარმოს გახსნის შედეგად კომპანია პროდუქციას მიაწვდის New Balance-სა და Under Armour-ს. კომპანია 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებულია, კერძოდ კი საწარმოში დამზადებული პროდუქცია იგზავნება თურქეთში არსებული კომპანიის სათავო ოფისში, საიდანაც ხდება პროდუქციის გადანაწილება მსოფლიოს მაშტაბით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42