„ჩვენი აზრით, ეს გადაწყვეტილება არის უკანონო, რადგან ის იმეორებს სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის და ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც უკანონოდ იქნა დაკავებული და გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი. გატაცების დროს სააკაშვილს ჰქონდა უკრაინაში ყოფნის ლეგალური სტატუსი, შეტანილი იყო სარჩელი დამატებითი დაცვის ზომების მიღებასთან დაკავშირებით, მოქმედებდა უკრაინაში ბინადრობის მოწმობაც. ამიტომ ჩვენ ამას ადმინისტრაციულ სასამართლოში გავასაჩივრებთ. განაცხადა რუსლან ჩერნოლუცკიმ.
თავად სააკაშვილი კი აცხადებს, რომ ის უკრაინაში დაბურნებას გაცილებით ადრე გეგმავს:
„მე სახლში, უკრაინაში ძალიან მალე დავბრუნდები, გაცილებით ადრე ვიდრე სამი წელია.“- განაცხადა სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ქვეყანაში შესვლა 3 წლით, 2021 წლამდე აუკრძალა.
მასალის გამოყენების პირობები






