25 წლის მელისა მევილი უკვე მეოთხე თვეა ინდოეთში მოგზაურობს და როგორც თვითონ ამბობს, ამ ქვეყანაზე შეყვარებულია.
თუმცა, 15 თებერვალს ის ძროხამ ცემა.
მელისა სასტუმროში ბრუნდებოდა, როდესაც კუზიანი ძროხა დაინახა და თავისთვის Black Eyed Peas-ის პოპულარული სიმღერის My Humps-ის მღერა დაიწყო, რა დროსაც გამძვინვარებული ძროხა დაესხა თავს.
ძროხის თავდასხმის შედეგად გოგონას სახე აქვს დაზიანებული, ასევე მხრები და მუხლები.
„დავინახე ეს დიდი ძროხა უზარმაზარი კუზით და ეს სიმღერა გამახსენდა. როდესაც გვერდით ჩავუარე უეცრად თავი ჩემკენ მოაბრუნა და თავს დამესხა“ - ამბობს მელისა.
მისი თქმით, ძროხა იმდენად ძლიერად დაეჯახა, რომ მოისროლა და მიწაზე დაცემისას, მუხლები დაიზინა.
ძროხისგან ნაცემი გოგონა გამვლელმა იპოვა და საავადმყოფოში წაიყვანა.
როგორც მელისა ამბობს, ახლა მას ძროხის ფობია აქვს.




მასალის გამოყენების პირობები






