ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ დავით ჭაკუას ექსტრადიციის დაჩქარებას ითხოვს
საზოგადოება - 13:52, 29 Jul, 2013     771


"ადამიანი, კანონი, თავისუფლება" მიმართავს შსს-ს და გენერალურ პროკურატურას, რომ არ დაუშვან პატიმრების წამებაში და არაადამინურ მოპყრობაში ბრალდებულის, დავით ჭაკუას ქართული მართლმსაჯულებისდან თავის არიდება.

ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" მოუწოდებს ყველა უფლებადაცვით ორგანიზაციას მხარი დაუჭირონ ინიციატივას და საჯაროდ გამოხატონ თავიანთი პოზიცია.

,,ჩვენ, მოვითხოვთ დავით ჭაკუა ექსტრადირებულ იქნეს საქართველოში, წარსდგეს ქართული სასამართლოს წინაშე და პასუხი აგოს ყველა იმ დანაშაულზე, რომელიც ხდებოდა მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს. უამრავი პატიმარი ბრალს დებს მას წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში. ქვეყნიდან მისი გაქცევა ისევ და ისევ ადასტურებს იმას, რომ იგი ფლობს გამოძიებისთვის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას, რომელიც დაეხმარება ქართულ სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაში.

აქედან გამომდინარე, მივმართავთ შსს-ს და გენერალურ პროკურატურას მაქსიმალურად დაჩქარებულ ვადებში მოადგინონ დავით ჭაკუას ექსტრადირება.

გიორგი ჭულუხაძე (ორგანიზაციის თავმჯდომარე): "რამოდენიმე დღის წინ დავით ჭაკუას ადვოკატის, მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადებით, ჭაკუას გადაწყვეტილი აქვს, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს, რათა საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს. ბატონი ველიჟანაშვილის განცხადებით, გამომდინარე იქედან, რომ ბრალდებული ჭაკუა არ ენდობა ქართულ მართლმსაჯულებას, იგი ვენაში ჩაბარდა სამართალდამცველებს.

ეს არაადექვატური განცხადება იმ პირის მხრიდან, რომელიც ბრალდებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ", 25-1443 მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "დ", "ე", "ზ" და "თ" ქვეპუნქტებით, 25-145-ე, 25-3691-ე, 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ", "გ" ქვეპუნქტებითა და 1443 მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "დ", "ე" და "ზ" ქვეპუნქტებით, არ აქვს მორალური და ზნეობრივი უფლება (თუ ასეთი საერთოდ გააჩნია) გააკეთოს მსგავსი განცხადება".

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი, კანონი, თავისუფლება" ბრალდებულის, დავით ჭაკუას ექსტრადიციასთან დაკავშირებით, გაავრცელებს პეტიციას სხვა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან, რათა ხელმოწერით დაადასტურონ მხარდაჭერა, რომელიც გადაეგზავნება შსს-ს და გენერალურ პროკურატურას", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42