ტურისტის პოსტიდან ირკვევა, რომ ის მილიციასაც დაუკავშირდა, რომლებიც ხსენებულ მისამართზე გავიდნენ, მერე კი უკან დაბრუნდნენ და გატაცებულის ქმარს უთხრეს, რომ მისი ცოლი იქ არ არის, და რომ იმ მისამართზე ცხოვრობენ ძალიან კარგი ადამიანები.
რუსი მამაკაცის თქმით, მილიციელებმა დაამატეს, რომ ის იმ ადამიანებს გართობას უშხამებს. "სასწრაფოდ! მეგობრებო, ვისაც შეგიძლიათ, დამეხმარეთ, გაიტაცეს ჩემი ცოლი მარინა სერგოს ასული კრიმსკაია, სოხუმში ჩატარებული კონცერტის შემდეგ, სასტუმრო "ინტერ-სოხუმიდან".
ამ დროისთვის რამდენიმე კავკასიელ მამაკაცს ის გამოკეტილი ჰყავს შემდეგ მისამართზე: ახალი ატონი, ლადარიას ქუჩა 25. შემთხვევით დავრეკე მის ნომერზე და ვიღაც გოგონამ, რომელმაც შემთხვევით აიღო ტელეფონი, სანამ გამტაცებლები ეზოში იყვნენ, მითხრა, რომ ის და მისი მეგობარი მოიყვანეს აქ და არ უშვებენ სასტუმროში, ჩაკეტეს გარედან. დავრეკე სოხუმის მილიციის სამმართველოში, ისინი გავიდნენ ამ კერძო სახლში და მათტან დალაპარაკების შემდეგ მითხრეს, რომ ჩემი ცოლი იქ არ არის და რომ მე კარგ ადამიანებს ვაშხამებ დასვენებას...
და ეს "კარგი ადამიანები" ცოტა ხნის შემდეგ დამიკავშირდნენ მუქარის ზარებით... ალბათ, მომიწევს მშობლიურ განყოფილებაში დარეკვა. ეს საშინელებაა!" - წერს ვლადიმირ კრიმსკი.
"ნიუპოსტმა" ვლადიმირ კრიმსკისა და მისი გატაცებული მეუღლის, მარინა კრიმსკაიას ფოტოები "ფეისბუქში" მათსავე გვერდებზე მოიძია.


მასალის გამოყენების პირობები






