მოსკოვის მაცხოვრებელმა ტატიანა გრიგორიევამ თავისი უბნის პრობლემა ერთი წარწერით მოაგვარა. დიახ, მან თოვლზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკსეი ნავალნის გვარი დაწერა და თოვლიც გაქრა.
მას შემდეგ რაც აღნიშნული ფაქტი თვითერზე გავრცელდა, ტოვლზე წარწერა „ნავალნი“ იაროსლავში, სარაოვში და ანგარსკშიც გამოჩნდა.
როგორც თვითერზე წერენ, ეს ხრიკი ამართლებს, რადგან ორი კვირის განმავლობაში ითხოვდნენ თოვლისგან გზოს გაწმენდას, აღნიშნული წარწერის გაჩენის შემდეგ კი 4 საათში გაწმინდეს.
აღნიშნულ „აქციას“ თავად ოპოზიციონერი პოლიტიკოსიც გამოეხმაურა.
„უკვე მართლა ვფიქრობ, მეც ხომ არ გამოვიყენო ეს? უკვე მესამე კვირაა ჩემს სახლთან თოვლის გროვაა“ - წერს ნავალნი.



სოც ქსელების საინტერესო იდეებმაც არ დააყოვნა:
"გზის გაუმართავ მონაკვეთზე რომ ნავალნი დავწერო, ახალ ასფალტს დააგებენ?"
"ოთახში იატაკზე რომ დავწერო ნავალნი, იმასაც დაალაგებენ?"
"დავიწერ ნავალნის გამონაყარსა და ზედმეტ წონაზე, ეგებ და ვინმემ ისიც გააქროს" - ხუმრობენ თვითერზე.



მასალის გამოყენების პირობები






