ნორვეგიელი მეცნიერების კვლევის შედეგები რესპირატორულ და კრიტიკული ზრუნვის მედიციანის ამერიკულ ჟურნალში გამოქვეყნდა.
ბერგენის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში, 6 000 ადამიანი იყო ჩართული, რომელთა საშუალო ასაკი 34 წელია და რომლებიც, ქიმიურ საწმენდ საშუალებებს, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რეგულარულად იყენებდნენ.
მათ აღმოაჩინეს, რომ ფილტვის ფუნქცია მცირდება იმ ქალებში, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ამ პროდუქტს. ხოლო იმ ქალების ფილტვების მდგომარეობა, რომლებიც დამლაგებლად მუშაობენ, იმ ადამიანების ფილტვების მდგომარეობაშია, ვინც ყოველდღიურად 20 ღერ სიგარეტს ეწევა.
მეცნიერები გვირჩევენ, არ გამოვიყენეთ მსგავსი პროდუქტები და ისნი, წყლითა და ტილოებით ჩავანაცვლოთ.
კვლევის თანახმად, მათ , ვისაც ხშირად უწევთ შეხება ქიმიურ სადეზინფექციო საწმენდ საშუალებებთან , სუნთქვის პრობლემები აქვთ, იწვევს ასთმის პროვოცირებასაც.
2017 წლის სექტემბერში, მსგავსი კვლევა ჩატარდა საფრანგეთის საავადმყოფოებში და აღმოჩნდა, რომ იმ ექთნებში, რომლებიც სადეზინფექციო საშუალებებს კვირაში ერთხელ მაინც იყენებდნენ, ფილტვების დაავადების განვითარების რისკი 24%-იდან 32-%-მდე გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები






