თურქეთი სირიაში - ერდოღანი ინტენსიური სამხედრო ოპერაციით იმუქრება
მსოფლიო - 12:21, 21 Feb, 2018     2420
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სირიის სამთავრობო ძალების აფრინის რაიონში შესვლის მცდელობას გამოეხმაურა. მისი თქმით აფრინის მიმართულებით პროსამთავრობო ძალების გადაადგილება თურქულმა არტილერიამ აღკვეთა და ინციდენტი ამოწურულია.

თურქეთის ლიდერის თქმით, მან ორშაბათს აღნიშნული საკითხი რუსეთის და ირანის პრეზიდენტებთან განიხილა და მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, სირიის ჩრდილოეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია უფრო ინტენსიურად წარიმართება.

„დავბლოკავთ ყველა უცხოურ დახმარებას. ჩვენ ვაჩვენებთ ყველას, ვისაც თურქეთის სამხრეთ საზღვრებთან ტერორისტული დერეფნის შექმნა სურს, რომ ეს არ არის მარტივი ამოცანა“, – აღნიშნა ერდოღანმა.

სირიის ჩრდილოეთით თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან ერთი თვე გავიდა. თურქეთის ხელისუფლების განცხადებით ოპერაციის მიზანი სამხრეთ საზღვრებთან ტერორისტული საფრთხის განეიტრალებაა. თურქეთი სირიელი ქურთების ჯგუფებს ტერორისტულ ორგანიზაციებად განიხილავს. აქამდე სირიის ხელისუფლება თურქეთის არმიასა და ქურთულ სამხედრო ჯგუფებს შორის დაპირისპირებაში არ ჩარეულა. თუმცა ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყებიდან ერთი თვის თავზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის სახელისუფლებო ჯარებმა აფრინში შესვლა დაიწყეს.

ქურთთა მთავარი გასამხედროებული დანაყოფის განცხადებით, მთავრობის მომხრე ძალები ჩრდილოეთში მდებარე აფრინის ანკლავში თურქეთის ძალებისგან საზღვრის დაცვის მიზნით შევიდნენ. განცხადების თანახმად, "ისინი განთავსდებიან საზღვრისპირა პოზიციებზე და მონაწილეობას მიიღებენ სირიის ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში" თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ანადოლუ" იუწყება, რომ სირიის მთავრობის მომხრე ძალებმა უკან დაიხიეს მას შემდეგ, რაც თურქეთის არტილერიამ "გამაფრთხილებელი ცეცხლი გახსნა" მათი მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42