მსოფლიო ბანკი 2020 წლამდე საქართველოში საშუალოდ 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. ამასთან, ბანკის პროგნოზით წლის ბოლომდე ინფლაცია ეროვნული ბანკის სამიზნე - 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი 2020 წლისთვის 9%-მდე შემცირდება.
მიმდინარე წლისთვის ბანკი საქართველოს ეკონომიკის 4,3%-ით ზრდას ელოდება, მომდევნო წელს 4,6%-ით, ხოლო 2020 წელს კი 5%-ით. მოსალოდნელია ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ზრდაც და თუკი წლევანდელი წლის პროგნოზი $4373-ს შეადგენს, მომდევნო წლისთვის ის $4671-მდე გაიზრდება, ხოლო 2020 წელს კი $4980-მდე.
მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ 2020 წლამდე ფისკალური დეფიციტი შემცირდება და გაიზრდება კაპიტალური ხარჯები.
ბანკი აღნიშნავს, რომ ამის მიღწევა მოხდება ხელფასების და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის შეზღუდვით, რომლებიც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში სტაბილურად იზრდებოდა; ასევე, სუბსიდიებისა და სოციალური პროგრამების უკეთესად განსაზღვრით.
ამასთან რისკებს შორის სახელდება: ლარის გაუფასურება; რეგიონის და ევროკავშირის ქვეყნებში სუსტი ეკონომიკური მდგომარეობა; სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფისკალური ვალდებულებების აღების შეზღუდვასთან დაკავშირებული ქმედებების პოტენციური შეფერხება.
სრულად იხილეთ forbes.ge
მასალის გამოყენების პირობები






