უკრაინის პროკურატურის სისხლის სამართლის საქმეების გამომძიებლების საპროცესო ზედამხედველობის სპეცგამოძიების სამმართველოს უფროსმა ალექსეი დონსკოიმ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის რეადმისიამ საგრძნობლად შეაფერხა ე.წ. "ქართველი სნაიპერების" საქმე. მისი თქმით, სააკაშვილის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება ამ საკითხს საერთოდ მოხსნიდა დღის წესრიგიდან.
უკრაინის პროკურატურის წარმომადგენლის ამ განცხადებას სააკაშვილი ფეისბუქგვერდზე გამოეხმაურა:
"რა პრობლემაა, პატივცემულო გენპროკურატურავ - მე მზად ვარ ხვალვე ჩამოვფრინდე კიევში და დაგეხმაროთ ჩვენების მიცემით.
ჩემი შემოშვების გეშინიათ? თუ, ბარიგა საერთოდ არ არის დაინტერესებული, რომ მაიდანის საქმეში სიმართლე გაირკვეს?" - წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ნოემბერში, იტალიის ტელევიზიამ გაუშვა ფილმი, სადაც აღნიშნული იყო, რომ თითქოს 2014 წლის თებერვალში მაიდანზე შეკრებილ ხალხს 2 ქართველი და ორი ლიტველი ესროდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






