გერმანიაში მოღვაწე ონკოლოგი აიდა გოზალოვა საქართველოშია
ჯანმრთელობა - 16:24, 20 Feb, 2018     2826

განათლება და დიპლომი თანამედროვე ადამიანის მთავარი სავიზიტო ბარათია, რომლის მოპოვებას დიდი დრო, ძალისხმევა და თავდადება სჭირდება. აიდა გოზალოვა იმ ადამიანებს შორისაა, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა, რათა თავისი საქმის პროფესიონალი გამხდარიყო.

2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და დამთავრებიდან დაახლოებით ერთ თვეში გერმანიაში გაემგზავრა. 5 წლიანი თავდაუზოგავი შრომის და წარმატებით ჩაბარებული გამოცდების შემდეგ გახდა ონკო-ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი და ბოლოს პალიატიური მედიცინის სპეციალისტი. რამდენიმე წელიწადში კი გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონკოლოგიურ ცენტრში უფროს ექიმად და ონკო-ჰემატოლოგად დაიწყო მუშაობა.

„6 წლის განმავლობაში ვმუშაობდი დასავლეთ გერმანიის ქალაქ ჰამის ევანგელური ეკლესიის ონკოლოგიურ ჰოსპიტალში. ვმართავდი როგორც ონკო-ჰემატოლოგიურ, ისე სოლიდური სიმსივნეების მქონე პაციენტების მედიკამენტოზურ თერაპიას, ვახორციელებდი ძვლის აუტოლოგიურ ტრანსპლანტაციას“.

გერმანიაში წარმატებული კარიერის მიუხედავად, აიდა გოზალოვა საცხოვრებლად ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და დღეს ის „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ონკო-ჰემატოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელია.

დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ყველაზე დიდ და თანამედროვედ აღჭურვილ ონკოლოგიის ცენტრში, აიდა გოზალოვა ონკოლოგიურ პაციენტების მკურნალობის კურსს უცხოეთიდან მოწვეულ ონკოლოგებთან და ასევე იმ გუნდთან ერთად მართავს, რომლებმაც კვალიფიკაცია ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აიმაღლეს.

„ქუთაისის ონკოლოგიის ცენტრში გვაქვს ყველა შესაძლებლობა პაციენტები თანამედროვე პროტოკოლების თანახმად ვმართოთ. თითოეული ჩვენგანი უშუალოდ ჩართულია პაციენტის დაავადების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოვახდინოთ არასასურველი გვერდითი ეფექტების პრევენცია, რაც მნიშვნელოვნად ზრდის დაავადების კარგი გამოსავლის შედეგს“.

საქართველოს წამყვანი ონკო-ჰემატოლოგი აიდა გოზალოვა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით ონკოლოგიურ პაციენტების მკურნალობის კურსს თბილისსა და ქუთაისში ზედამხედველობს. თბილისში, ქავთარაძის 23 -ში მდებარე დიაგნოსტიკურ ცენტრში ონკოლოგიური პაციენტებისთვის სრული დიაგნოსტირების ჩატარება და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობის კურსის დანიშვნა შესაძლებელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42